სწრაფად მზარდი ქვეყნების რეიტინგში მოსახვედრად საქართველოს შესაბამისი პირობები არ აქვს

სწრაფად მზარდი ქვეყნების რეიტინგში მოსახვედრად საქართველოს შესაბამისი პირობები არ აქვს

access_time2020-02-23 10:00:10

 ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციისთვის, სახელმწიფო მილიონობით ლარს ხარჯავს, საქართველო კი,  სწრაფად მზარდი ქვეყნების რეიტინგში ვერ მოხვდა.

 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს ტრაგიკულად არ მიიჩნევს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა ტურისტულად სწრაფად მზარდი ქვეყნების სიაში მოსახვედრად აუცილებელია ქვეყანა აფიქსირებდეს ორ ნიშნულიან პროცენტულ ზრდას საქართველომ კი წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 7.1%-ით გაზარდა. „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის თქმით  ქვეყანა, რომ ორნიშნა მაჩვენებელზე ავიდეს, საჭიროა გამართული ინფრასტრუქტურა.


 „მოსასვენებელი ადგილები არსად არ ვარგა. თბილისშიც კი ცუდი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, ქალაქგარეთ კი საშინელებაა.  ზამთრის კურორტებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, პარკინგები და შიდა გზები საერთოდ არ გაგვაჩნია. მაგალითად, წყლის პრობლემა რომელიც წელს ზამთრის კურორტზე გამძაფრებული სახით იყო,  ყოველთვის არსებობდა.უბრალოდ, წელს კარგად გამოჩნდა, რადგან ვიზიტორთა რაოდენობამ მოიმატა და მიწოდება მოთხოვნას ვეღარ გაწვდა.“-ამბობს ვატო ასათაშვილი.

 

გარდა ამისა, „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლს სავალდებულოდ მიაჩნია, ტრანსპორტირების სისტემის  აწყობა და ლოჯისტიკურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა. მისი თქმით, ამ მიმართულებას  თითქმის არ ექცევა ყურადღება. ჰაბი ქვეყანაში გააქტიურებს და განავითარებს  მცირე ბიზნესს, რაც  ქვეყნის თვითგანვითარების გარანტიაა.


 

ვატო ასათაშვილი  ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციაზეც საუბრობს და სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. „ტურიზმის მიმართულებით,  მარკეტინგული ღონისძიებები უნდა იყოს მეტად კონკრეტული.რასაც ახლა სახელმწიფო აკეთებს არის რუტინული სამუშაო, რომლისთვისაც 30-35 მილიონ ლარს გამოყოფენ წლიურად და როგორც უნდა ისე განკარგავენ. შედეგი კი არ გვაქვს.“-ამბობს ვატო ასათაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, 4 თებერვალს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველო 2019 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებში ვერ მოხვდა.

 

მაგალითისთვის, სომხეთი მე-12 ადგილზეა და გასულ წელს 14,4%-იან ზრდას აჩვენებს ტურიზმის სექტორში. აზერბაიჯანი მე-17 ადგილს იკავებს, თურქეთმა კი მე-13 ადგილი დაიკავა და ტურიზმის სექტორის 14%-იანი ზრდა აჩვენა.


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up