დავითულიანი k2–ის დავალიანების გადავადებაზე – „სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს“

დავითულიანი k2–ის დავალიანების გადავადებაზე – „სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს“

access_time2022-04-05 10:00:24

 „გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები“ – კახა კალაძემ „ურბანული ქაოსის დასრულება“ 2019 წელს დააანონსა და K2 კოეფიციენტების გაყიდვა აკრძალა. ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტი განხილვის საკითხი კიდევ ერთხელ გახდა. დედაქალაქის მერი ამჯერად დაუსრულებელი მშენებლობის პრობლემის მოგვარებას ცდილობს და სამშენებლო კომპანიებს k2–ის დავალიანების ეტაპობრივად გადახდას სთავაზობს. საუბარია 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე.

 

ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში უნდა შევიდეს. კანონპროექტი უკვე საქართველოს პარლამენტშია. განმარტებითი ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ თბილისის მასშტაბით, 25 პირია, რომელსაც k2–ის მოსაკრებელი არ გადაუხდია. დავალიანების ჯამური ოდენობა კი დაახლოებით 7,9 მილიონ ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ბიზნეს ოპერატორების თანხის გადახდა 2025 წლის 1 იანვრამდე შეეძლებათ.

 

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი ბექა დავითულიანია. დეპუტატი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ინიციატივა გაჩერებული მშენებლობების პრობლემის მოგვარების მიზნით შემუშავდა. მისი თქმით, ესენი არიანი კომპანიები, რომელსაც მოსაკრებლის გადახდა რიგი მიზეზების გამო ბოლო წლებში გაუჭირდათ, ცვლილებათა პაკეტი კი დავითულიანის განმარტებით, მათ ერთგვარ შანსს აძლევს, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებები გაისტუმრონ. მედიაჰოლდინგის კითხვაზე სხვა ბიზნეს ოპერატორებთან  მიმართებითებით, რომლებიც ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებდნენ, რამდენად სამართლიანია მიღებული გადაწყვეტილება, დეპუტატი გვპასუხობს, რომ პრობლემის მოგვარების სხვა გამოსავალი არ არსებობს.


 

„2007 წელს, როდესაც K2 კოეფიციენტის შეძენა სპეციალური შეთანხმების შედეგად, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გახდა შესაძლებელი, საფასური ნებართვის აღების წინ უნდა გადაგეხადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადახდის ფორმა შეიცვალა და მოსაკრებლის განწილვადება გახდა შესაძლებელი. თუმცა, განწილვადების გრაფიკი უნდა ყოფილიყო არა უმეტეს 2020 წლამდე. ვინაიდან არის დარჩენილი კომპანიები, რომელთაც შენობები აშენებული აქვთ, თუმცა თანხა ჯერ კიდევ არ აქვთ გადახდილი, ამას პანდემიის საკითხიც დაერთო და პრობლემები შეექმნათ, ამიტომ დაგვიდგა ეს საკითხი დღის წესრიგში. დედაქალაქში 25 კომპანიაა, რომელსაც ეს თანხა გადასახდელი აქვს. ვფიქრობთ, პარლამენტს შევთავაზოთ ამ ადამიანებს გადახდის გრაფიკი გადაუწიონ. რაღაც თვალსაზრისით, იმ წუთში ვინც გადაიხადა იმისთვისაც ფინანსური თვალსაზრისით მოსაკრებელი შეიძლება მძიმე ტვირთი იყო, მაგრამ ახლა ვდგავართ იმ მოცემულობის წინაშე რომ შეგვიძლია არ გავუნაწილოთ და ამ თანხების ამოღება დავიწყოთ  სხვა მეთოდებით, რომელიც ამ კომპანიებსაც დააზარალებს და საბოლოო ჯამში შეიძლება ამ თანხის მობილიზება ვერ მოხდეს და დაგვრჩეს ეს პრობლემა პრობლემად. მგონი პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაზე ოპტიმალური გზა ეს არის. ამ კომპანიებს მშენებლობები დაწყებული აქვთ, ჩვენ დაუსრულებელი მშენებლობების საკითხს სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით, რომ პრობლემა რაღაცნაირად აღმოვფხვრათ. ერთ- ერთი მეთოდი არის განწილვადების ვადის გახანგრძლივება, რათა ბოლომდე მიიყვანონ და ჩააბარონ მეპატრონეებს თავიანთი სახლები. ზოგიერთ მშენებლობა დასრულებულიც აქვთ, უბრალოდ ჩაბარება ვერ ხდება, რადგან თანხა არ აქვს გადახდილი. სხვა გამოსავალი ამ წუთში უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

აღსანიშნავია, რომ დეველოპერულ სექტორს აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ სურს, თუმცა „კომერსანტი“ საკითხზე მუშაობას აგრძელებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ, თუ როგორი იყო დედაქალაქში K2 კოეფიციენტის გაყიდვების სტატისტიკა და რა შემოსავალი მიიღო თბილისის ბიუჯეტმა ქალაქის დამახინჯებით და ქაოსური განაშენიანებით.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up