„გასული წლის ივნისიდან რუსეთმა შემოიღო მცურავი ბაჟი ხორბლის ექსპორტზე, რაც ფორმულით რეგულირდება. ეს არის ბაჟი, რომელიც 25 დოლარი იყო თავიდან და ყოველკვირეული ზრდის შემთხვევაში დღეს 1 ტონა ხორბალზე გახდა 120 დოლარი“ - ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორმა ლევან სილაგავამ აღნიშნა, რითაც ხორბლის მარაგებზე არსებულ პრობლემას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვიდრე რუსეთი მცურავ ბაჟს შემოიღებდა, ფქვილის და ხორბლის გამოტანაზე იყო ნულოვანი რეჟიმი და იმ სიტუაციაში სწორი კონკურენციის პირობებში საქართველოს ბაზარზე 97% შემთხვევაში პურის ქარხნებისადმი ხდებოდა ადგილობრივი ფქვილის მიწოდება, ხოლო 3% იმპორტირებული იყო.
„სწორი კონკურენციის პირობებში შეჯიბრებითობის ფარგლებში ადგილობრივი წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ფქვილი არის კონკურენტუნარიანი და წარმოდგენილია ბაზარზე ძალიან დიდი ოდენობით, შესაბამისად პრობლემის არსი თვეების განმავლობაში იყო ის, რომ ამ პრობლემის ნიველირება მომხდარიყო, რომ იგივე კონკურენციის პირობები დაბრუნებულიყო ფქვილისა და ხორბლის იმპორტს შორის და ეს იყო იმის წინაპირობა, რომ წისქვილკომბინატებს მუშაობა გაეგრძელებინათ.
„ეს საკითხები გადასაწყვეტია კომპლექსურად, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანობაში ბალანსი უნდა იყოს დაცული, როგორც წისქვილის მუშაობის მხრივ, როგორც მარაგების მხრივ, ისე პურის ფასის და წარმოების მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბალანსი საჭიროა იმისთვის, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა სენსიტიურია პლუს ფასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, იმ რეჟიმით, თავისთავად ცხადია, ფქვილის იმპორტი ფასით უფრო მომგებიანია, ვიდრე ხორბლის იმპორტი და ადგილობრივი წისქვილკომბინატის მიერ გადამუშავებული ფქვილის ფასი. სხვაობა იმპორტირებული ფქვილის გასაყიდ ფასს და ადგილობრივი წისქვილკომბინატის მიერ გასაყიდ ფასს შორის არის ტომარაზე 3-5 ლარამდე“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
სილაგავას თქმით, პურის ქარხნებისთვის ბიზნესურად ეს არის ის, რომ ისინი უფრო ორიენტირებული არიან იმპორტზე და ისინი პურის ფასის შენარჩუნების რეზერვს აქ ხედავენ.
„როდესაც იმპორტი ხორციელდება და ეს წინა წლის ივნისიდან დაიწყო, შესაბამისად, ფასი სულ მატებაში მიდიოდა, ამან გარკვეულწილად პურის ფასი მაინც ვერ დააზღვია, ჩვენმა კოლეგებმაც განაცხადეს, რომ მიუხედავად ამისა პური შარშანაც გაძვირდა, წელსაც სამწუხროდ მათ დააანონსეს რომ კიდევ გაუძვირდათ, მათ შორის იმპორტირებული ფქვილიც, აქაც დაზღვევაც ვერ მოხდა მიუხედავად იმპორტისა“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მისივე განმარტებით, მთლიანობაში ადგილობრივი წისქვილკომბინატის ფასს იმპორტირებული ფქვილის ფასი დაახლოებით თვენახევარში ეწევა.
თაკო კვაჭანტირაძე