„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების” აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო პაპავას განცხადებით, ბოლო წლებში თაფლის ანტიბიოტიკებით დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ პაპავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ანტიბიოტიკებით დანაგვიანება ძველი, წარსულის მანკიერი მხრიდან მოდის, არასწორი სწავლების და ინფორმაციის გაცემის შედეგი იყო. მეფუტკრეები თვლიდნენ, რომ ფუტკრისთვის ანტიბიოტიკების მიცემა აუცილებელი იყო, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება, ფუტკრის ოჯახი დაავადებული არც ყოფილიყო. 2016 წლიდან 2018 წლამდე ჩვენს თაფლში ანტიბიოტიკით დანაგვიანება დაახლოებით 57 % იყო, მაგრამ, “მეფუტკრეთა გაერთიანების მუშაობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით 2021 წლის ბოლოსთვის დანაგვიანება დაახლოებით 6 % იყო . ამ თემაზე მეფუტკრეებთან ტრენინგებს ვატარებდით”- განაცხადა პაპავამ.