“თაფლის ექსპორტი მაისიდან განახლდება” – “საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება”

“თაფლის ექსპორტი მაისიდან განახლდება” – “საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება”

access_time2023-04-07 14:30:29

“საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების” აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო პაპავას განცხადებით, თაფლის ექსპორტი მაისიდან განახლდება. როგორც პაპავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელს ექსპორტზე , შესაძლოა, 500 ტონამდე თაფლი გავიდეს.


“ევროკავშირში თაფლის ექსპორტი შეჩერდა. აქ ძირითადად საუბარია დიდ პარტიებზე, 10-20 ტონაზე. პატარ-პატარა პარტიები გადის. ევროკავშირი ჩვენგან, ძირითადად, აკაციის თაფლს ითხოვს. ქვეყანაში უკვე მარაგები ამოიწურა. ბოლო, 20-ტონიანი პარტია საფრანგეთში. თებერვლის თვეში გავიდა. ველოდებით მაისის თვეს, ახალი თაფლის დაწურვას და დიდი პარტიების ექსპორტიც განახლდება.


2021 წელს ექსპორტზე დაახლოებით 180 ტონა თაფლი გავიდა, აქედან 90%- ზე მეტი ევროკავშირში. 2022 წელს 250 ტონაზე მეტი, აქაც 90 %-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყანაში. საექსპორტო ქვეყნებში, ძირითადად, წარმოდგენილი იყო: საფრანგეთი , ბულგარეთი, ნორვეგია. წელს უფრო მეტი თაფლის ექსპორტს ველოდებით. ჩემი ვარაუდით, ეს დაახლოებით 500 ტონამდე იქნება. მთავარია ამინდები, კლიმატური პირობები. თუ თაფლოვანი მცენარეების ბაზას გავაუმჯობესებთ, მაგალითად, აკაციისას, კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მეტი რაოდენობის თაფლი გვექნება.

ძირითადად, ასეა: თავიდან პატარ- პატარა პარტიები გადის. როცა უკვე ჩვენს თაფლს დააგემოვნებენ, მოსწონთ და დიდ პარტიებს ითხოვენ . მაგალითად, იაპონიაშიც ასე იყო. იქ ცოტა გართულებულია შეტანა, თავიანთი რეგულაცია აქვთ, იმპერატორის დადასტურება სჭირდება, მაგრამ ჩვენი ბიოთაფლი რომ შევიდა, ისე მოეწონათ, რომ უკვე, ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ჩვენი ბიოთაფლი მთლიანად იაპონიაში გადის. ძირითადი დაინტერესებული ქვეყნებია: იაპონია, კანადა, ისინი, ვინც ბიოპროდუქტებზე არიან ორიენტირებულები . ევროკავშირი , ძირითადად, აკაციის თაფლზეა ორიენტირებული , მაგრამ დაინტერესება წაბლის თაფლზეც იქნება. სამწუხაროდ, შარშანდელი წელი უხვნალექიანი იყო, წაბლის ყვავილობას წვიმები დაემთხვა და შესაბამისად, იმ რაოდენობის თაფლი ვერ მივიღეთ, რომ საექსპორტო პოტენციალი ჰქონოდა. წელს, იმედია, კლიმატური პირობები გაუმჯობესდება და ჩვენს ექსპორტს წაბლის თაფლიც დაემატება.



ევროკავშირში თაფლი ისე არ იგზავნება, რომ საქართველოს ლაბორატორიებში არ შემოწმდეს. ამის შემდეგ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ან ბულგარეთის ლაბორატორიებში მაინც გადის შემოწმებას . ევროკავშირს ყველაზე მკაცრი მოთხოვნა აქვს. ჩვენი თაფლის 90 % ევროკავშირში გადის, შესაბამისად, მათ მკაცრ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. ახლა ჩვენი მიმართულება იქითკენაა, რომ ბიოსტანდარტებსა და წარმოებაზე რაც შეიძლება მეტად გადავერთოთ. საქართველოში დაახლოებით 3 000 ტონა თაფლი იწარმოება და აქედან ბიოსერთიფიკატი, რომელსაც შეიძლება, მივცეთ 3 ტონა თაფლია”- განაცხადა პაპავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up