ტაილანდი ყველა პროვინციაში COVID-19-ის ვაქცინაციის ცენტრების შექმნას გეგმავს, სადაც უცხოელ ტურისტებს ფასიანი COVID-აცრის ჩატარება შეეძლებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bangkok Post-ი ავრცელებს.
ტურისტებს AstraZeneca-ს ინექციისთვის 800 ბატის (65 ლარი) გადახდა მოუწევთ, ხოლო Pfizer-ისთვის 1000 ბატის (80 ლარი). ასევე, სამედიცინო მომსახურებისთვის გადასახდელი იქნება 380 ბატი (31 ლარი).
„რაც შეეხება ტაილანდის რეზიდენტებს, როგორც ადრე, ვაქცინაცია მათთვის უფასო იქნება,“ - განაცხადა ინფექციურ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოპას კარკავინპონგმა.