ტაილანდის სასტუმროების ნაწილმა რუსული ბანკების ბარათებით გადახდების მიღებაზე უარი თქვეს. მათ შორის იმ ბანკების ბარათებზეც, რომლებიც სანქციების ქვეშ ჯერ არ არიან. ტაილანდის სასტუმროებს რუსული ბანკების ბარათებით გადახდების მიღებაზე უარის თქმა ადგილობრივმა ბანკებმა ურჩიეს.
ბანკების მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ბანკების მიერ გაცემული Mastercard და American Express ბარათები სამეფოში აღარ მიიღება, ხოლო უახლოეს მომავალში ანგარიშსწორება Visa ბარათებითაც აიკრძალება. ასეთი შეტყობინება სასტუმროებმა ტაილანდის ბანკებიდან მიიღეს.