ტაილანდის ყურეში ტაილანდის კუთვნილი სამხედრო ხომალდი ჩაიძირა. მედიის ინფორმაციით, მაშველები 30-ზე მეტ სამხედროს ეძებენ.
შემთხვევა გვიან ღამით ძლიერი შტორმის გამო მოხდა. ხომალდზე ეკიპაჟის 100-ზე მეტი წევრი იმყოფებოდა, მათგან 75 მაშველებმა გადაარჩინეს.