ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ასობით ადამიანმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ტაივანში მცხოვრები უკრაინელები და ტაივანის დეპუტატები.
მათ ხელში უკრაინისა და ტაივანის დროშები ეჭირათ, ასევე პლაკატები წარწერით: არა ომს და ტაივანი დგას უკრაინის გვერდით.
აღსანიშნავია, რომ ტაივანმა უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და გამოაცხადა, რომ 27 ტონა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს.
წყარო: ინტერპრესნიუსი