თალიბანი რუსეთთან ხორბლის, გაზისა და ნავთობის გარიგების ზღვარზეა

თალიბანი რუსეთთან ხორბლის, გაზისა და ნავთობის გარიგების ზღვარზეა

access_time2022-08-31 13:30:48

თალიბანი რუსეთთან ხორბლის, გაზისა და ნავთობის გარიგების უზრუნველყოფის ზღვარზეა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა businessinsider,  reuters - ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა როიტერს განუცხადა, თალიბანის ოფიციალური პირები ავღანეთისთვის ბენზინისა და ბენზოლის შესყიდვის შესახებ კონტრაქტის ხელმოწერის ზღვარზე არიან.


ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თალიბანის დელეგაცია მოსკოვში კონტრაქტის პირობების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპებზე იმყოფება. ავღანეთის ვაჭრობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნურუდინ აზიზიმ აღნიშნა, რომ ადგილობრივი დელეგაცია ასევე  განიხილავს იმ საკითხსაც თუ როგორ  შეძლებს ავღანეთი თავისი თანხების რუსეთისთვის გადარიცხვას, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიო ბანკების უმეტესობის მიერ სანქციების ქვეშაა.

 

ადგილობრივი გამოცემის ცნობით აზიზიმ თქვა, რომ თანხების გადარიცხვა მესამე ქვეყნის მეშვეობით მოხდება, თუმცა მას ეს ქვეყანა არ დაუსახელებია.

 

ავღანეთს თავისი საკვების და ნავთობის უმეტესი წილი რუსეთიდან შემოაქვს,  რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის შეფასებით 200 მილიონ დოლარს  შეადგენს.


 

მოლაპარაკებები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც  მოსკოვი ენერგეტიკული ბაზრისთვის დაწესებული სანქციების პირობებში ალტერნატიულ ბაზრებს ეძებს.


აშშ-მ სხვა ქვეყნებს რუსულ ენერგიაზე  დამოკიდებულების  შემცირებისკენ მოუწოდა, ბაიდენის  თქმით აღნიშნული ნაბიჯი  პუტინს უკრაინაში  ომის  გაგრძელებისთვის საჭირო თანხებს შეუზღუდავს,  ევროკავშირმაც  ანალოგიურად მოუწოდა  თავის  წერებს,  რომ უარი  ეთქვათ, რუსული ნავთობზე.  ქვანახშირზე და გაზზე, ურსულა  ფონ დერ ლაინერმა აღნიშნა რომ “ არ შეიძლება დაეყრდნო მწარმოებელს, რომელიც აშკარად გვემუქრება“

 

ავღანეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთიდან  ენერგორესურსების   იმპორტი გაზარდა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up