„თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
განათლების მინისტრმა აღნიშნული განცხადება გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ აკრძალვა ძალაში დაუყოვნებლივ შევა. გასულ წელს, ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნების შემდეგ ქალთა განათლების შეზღუდვას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. გოგონები არაერთხელ გარიცხეს საშუალო სკოლებიდან - წერს BBC-ი.
მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და რამდენიმე ქვეყანამ. გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეზღუდვა ქალების უფლებებს არღვევს.
„თალიბანი ვერ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმური წევრი, სანამ ისინი ავღანეთში პატივს არ სცემენ ყველას უფლებას,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.