„თალიბანს“ ავღანეთის 1 ტრლნ. დოლარის ბუნებრივი რესურსები შერჩა

„თალიბანს“ ავღანეთის 1 ტრლნ. დოლარის ბუნებრივი რესურსები შერჩა

access_time2021-09-05 18:00:21

10 წლის წინ ამერიკელებმა ავღანეთის ბუნებრივი რესურსების პოტენციალი დეტალურად შეისწავლეს და ის 1 ტრლნ. დოლარად შეაფასეს.

ციფრები ზუსტი არ არის, რადგანაც საბადოების მარაგების თაობაზე ინფორმაცია ზედაპირული და არასრულყოფილია, მომავალში ეს თანხა 3 ტრლნ.-მდე გაიზარდება. თუმცა, ყველა შემთხვევაში საუბარია უზარმაზარ სიმდიდრეზე, რომელიც მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებს მოსვენებას არ აძლევს.

ავღანეთი ისეთი რესურსებითაა მდიდარი, როგორიცაა ოქრო, ნავთობი, სპილენზი, რკინა,  მარმარილო, ალმასები, ლიტიუმი, კობალტი, და ა.შ.  სხვათა შორის ლიტიუმი ძალიან მნიშვნელოვანი ლითონია იმის გამო, რომ სწორედ ისა არის ყველა მნიშვნელოვანი მწვანე ტექნოლოგიებისთვის, ლიტიუმი ელექტროძრავების აკუმლატორების, მზის ბატარეების და ქარის ტურბინების წარმოებაში გამოიყენება.

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთს „ლიტიუმის საუდის არაბეთი“ დაარქვა, ლითონის მარაგები უტოლდება ბოლივიას, რომელიც სადღეისოდ მსოფლიოში ლიტიუმის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანად ითვლება.


„თალიბანს“ ავღანეთის 1 ტრლნ. დოლარის ბუნებრივი რესურსები შერჩა


10 წლის წინ ამერიკელებმა ავღანეთის ბუნებრივი რესურსების პოტენციალი დეტალურად შეისწავლეს და ის 1 ტრილიონ. დოლარად შეაფასეს.

ციფრები ზუსტი არ არის, რადგანაც საბადოების მარაგების თაობაზე ინფორმაცია ზედაპირული და არასრულყოფილია, მომავალში ეს თანხა 3 ტრილიონ.-მდე გაიზრდება. თუმცა, ყველა შემთხვევაში საუბარია უზარმაზარ სიმდიდრეზე, რომელიც მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებს მოსვენებას არ აძლევს.

ავღანეთი ისეთი რესურსებითაა მდიდარი, როგორიცაა ოქრო, ნავთობი, სპილენძი, რკინა,  მარმარილო, ალმასები, ლითიუმი, კობალტი, და ა.შ.  სხვათა შორის ლითიუმი ძალიან მნიშვნელოვანი ლითონია იმის გამო, რომ სწორედ ისა არის ყველა მნიშვნელოვანი მწვანე ტექნოლოგიებისთვის, ლითიუმი ელექტროძრავების აკუმულატორების, მზის ბატარეების და ქარის ტურბინების წარმოებაში გამოიყენება.

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთს „ლითიუმის საუდის არაბეთი“ დაარქვა, ლითონის მარაგები უტოლდება ბოლივიას, რომელიც სადღეისოდ მსოფლიოში ლითიუმის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნად ითვლება.

შეიარაღებული კონფლიქტები, არასტაბილური პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის და ზღვაზე გასასვლელის არარსებობა,  მასშტაბური კორუფცია და სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები  ავღანეთში ნედლეულის მოპოვების დაწყებას აფერხებს. ამ უბედურებაში დიდწილად თავად „თალიბანიცაა“ დამნაშავე, რომლის წლების მანძილზე ქვეყანაში კონფლიქტებს აღვივებდა.

თალიბები ნაწილობრივ იყენებდნენ ბუნებრივ რესურსებს, კერძოდ, ისინი მარმარილოს და ლაზურიტის უკანონო გაყიდვით სერიოზულ შემოსავლებს იღებდნენ .

თალიბების მთავრობისთვის ყველაზე ლოგიკური იქნებოდა ბუნებრივი რესურსების მოპოვების განვითარება, თუმცა ამისთვის მათ სამოქალაქო ომის შეჩერება და საერთაშორისო აღიარების მიღება დასჭირდებათ.

ახალი ხელისუფლება ნიადაგს რუსეთში და ჩინეთში სინჯავს. ორივე ქვეყანამ ქაბულში დიპლომატიური წარმომადგენლობა შეინარჩუნა და თალიბებთან კონტაქტების დამყარებას ცდილობს.

ავღანური ნედლეულის მყიდველი და ინვესტორი პირველ რიგში შესაძლოა ჩინეთი გახდეს. სავარაუდოდ, პეკინი „თალიბებთან“ უფრო მოურიდებლად ითანამშრომლებს, ვიდრე ამერიკა ან ევროპა,  მას ხომ არც ადამიანის უფლებები აწუხებს და არც ქალების დისკრიმინაცია.

ამ დროისთვის  თალიბები აშკარად ავლენენ ინტერესს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დამუშავებისადმი, თუმცა ამ პროცესს სავარაუდოდ, ინვესტორების არარსებობა  და ტექნოლოგიური ჩამორჩენა შეაფერხებს.

ბევრი უცხოელი ინვესტორი ბედნიერი იქნებოდა ამ უზარმაზარი სიმდიდრეების თუნდაც ნაწილთან წვდომის მიღებით, მაგრამ წვეროსანი ისლამისტების ბატონობა ავღანეთში მათ ქვეყანაში ფულის ჩადების სურვილს ხელს ნამდვილად არ უწყობს.

თუ თალიბები მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებას მოახერხებენ და მსოფლიოს საფრთხობელების როლს დაემშვიდობებიან, პირველ რიგში მათი ინტერესის სფეროში ძვირფასი ქვების, მარმარილოს, სამშენებლო მასალების და ოქროს მოპოვება იქნება. ამ დარგებში მუშაობის დაწყებას გაცილებით ნაკლები ტექნოლოგიები და ინვესტიციები სჭირდება, ვიდრე იგივე ლითიუმის მოპოვებას, რომელიც, სავარაუდოდ უფრო შორეული პერსპექტივის საკითხია.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 



წყარო: inopressa.ru

თეგები:
თალიბანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up