თალიბები საკვებზე იმპორტის გადასახადებს ამცირებენ

თალიბები საკვებზე იმპორტის გადასახადებს ამცირებენ

access_time2021-10-31 10:30:20

ინფლაციისა და ფულადი სახსრების უკმარისობის გამო, თალიბანის მთავრობამ შეამცირა იმპორტის გადასახადები სურსათის ძირითად პროდუქტებზე.

ავღანეთი ხშირად ებრძოდა სურსათის ფასების ზრდას დეფიციტისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, რაც მთავარ პრობლემას უქმნის თალიბებს. ქვეყანა დიდწილად დამოკიდებულია იმპორტსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. 

ავღანეთს სურსათის ნახევარზე მეტი მეზობელი ქვეყნებიდან, კერძოდ პაკისტანიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან შემოაქვს. ქვეყანა ასევე არის ბრინჯის მნიშვნელოვანი იმპორტიორი და ყოველწლიურად დაახლოებით 600 000 ტონა ბრინჯს მოიხმარს.

გადასახადების თავიდან არიდების მიზნით, იმპორტირებული პროდუქტის ნაწილი ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შედის. თალიბანი მუშაობდა კორუფციის შესაჩერებლად, რის შედეგადაც შემოსავალი გასულ თვესთან შედარებით გაორმაგდა.

თუმცა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად თალიბანსა და ავღანეთს ბევრი საფრთხე ემუქრება. გაეროს 25 ოქტომბრის მოხსენებაში ნახსენები იყო, რომ ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მომავალი თვიდან მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდებოდა, რაც გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 22,8 მილიონი ადამიანი შიმშილის რისკის ქვეშ არის, რაც  37%-ით აღემატება აპრილის შეფასებას, ვიდრე თალიბანი ხელისუფლებაში მოვიდოდა.


პრობლემის გადასაჭრელად, თალიბებმა მიმდინარე კვირას პროგრამა “საკვები სამუშაოსთვის” გამოაქვეყნეს. სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მეცხოველეობის სამინისტროს განცხადებით, გეგმა 40 000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, რომლებიც ანაზღაურების სახით ხორბალს მიიღებენ.

საერთაშორისო თანამეგობრობა დათანხმდა დახმარების გაწევას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვეობით, რადგან არ არსებობს მტკიცე კონსენსუსი თალიბანთან ურთიერთობის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ავღანეთის მთავრობის მიმართ დამოკიდებულება განიხილება ქმედებებით და არა სიტყვებით.

ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გეგმავს ჩინეთი. პეკინის მთავრობა მოუწოდებს აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებს, გააუქმონ სანქციები და რაციონალურად და პრაგმატულად ჩაერთონ თალიბებთან მოლაპარაკებაში.

Financial Times-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებების ლობირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ევროკავშირი ქაბულში დიპლომატიური ოფისის გახსნას განიხილავს. 


წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up