თამარ არჩუაძე: ქუთაისის აეროპორტში მომავალ წელს ვფიქრობთ, მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით

თამარ არჩუაძე: ქუთაისის აეროპორტში მომავალ წელს ვფიქრობთ, მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით

access_time2022-09-27 11:00:00

„ტურიზმი - გამოწვევები და პერსპექტივა“ - იყო Galt&Taggart-ის მიერ მთავარი კვლევის თემა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა სასტუმროში Pulman Tbilisi Axis Towers გამართა და დარგის სპეციალისტებს წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.



კონფერენცია პანელური დისკუსიით გაგრძელდა, სადაც ტურიზმის სექტორის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ტურიზმის პერსპექტივაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისაუბრა. თამარ არჩუაძის განცხადებით, აზიის ბაზარი ამ ეტაპზე პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თბილისის აეროპორტში ტაილანდის დედაქალაქ - ბანგკოკის მიმართულებით Thai Air Asia X კვირაში 2 სიხშირით იფრენს.



,,აზიის ბაზარი ჩვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტია. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილი და უკვე ვსაუბრობთ ფრენების სიხშირეების გაზრდაზე,“- განაცხადა თამარ არჩუაძემ.




საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა პანელურ დისკუსიაზე ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და მის უპირატესობებზე. ,,ვმუშაობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მოგეხსენებათ, ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან 2 კვირის განმავლობაში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის გამო დაიკეტება. გასულ წელს ასევე გაფართოვდა და 6-ჯერ გაიზარდა ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი, რადგან მოთხოვნა იყო გაზრდილი. აგვისტოს თვეში არსებობის მანძილზე რეკორდულად ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოვემსახურეთ. წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტში 800 ათასზე მეტ მგზავრს ველოდებით. ხოლო მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ მილიონ მგზავრზე მეტს მოვემსახურებით“,-განაცხადა თამარ არჩუაძემ.



პანელურ დისკუსიაზე საუბრისას თამარ არჩუაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ახალ ბაზრებზე გასვლაა და მაგალითად, იმერეთის რეგიონისთვის სრულიად ახალი ბაზრის, აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისის დამატებამ გაამართლა და საჰაერო ხომალდი თითქმის სრულად დატვირთულია.
„ქუთაისის აეროპორტის ნიშა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაა. თუმცა ვითვალისწინებთ რეგიონის განვითარებასაც. აეროპორტი წყალტუბოსთან ახლოს მდებარეობს. ვიმედოვნებთ, ეს მხარე უახლოეს 5 წელიწადში სპა რეზორტებს, რესტორნებს, სამორინეებს, სასტუმროებს გააერთიანებს. ჩვენი აეროპორტი ახალი იერსახით ემზადება მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მისაღებად, სადაც არამხოლოდ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით ჩამოვლენ, არამედ ე.წ. legacy carrier-თაც,“ - განაცხადა თამარ არჩუაძემ.



შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე ტურიზმის აღდგენის ტემპები, სასტუმროს ინდუსტრიის შედეგები და სამომავლო პროექტები და ის მთავარი მიგნებები, რაც პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up