თამარ არჩუაძე: Routes Air Asia-ზე აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობამ საქართველოს ბაზარზე Thai AirAsia X -ის დაბრუნებას შეუწყო ხელი

თამარ არჩუაძე: Routes Air Asia-ზე აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობამ საქართველოს ბაზარზე Thai AirAsia X -ის დაბრუნებას შეუწყო ხელი

access_time2022-08-24 18:00:00

საქართველო იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ოქტომბრიდან, პანდემიის შემდეგ ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X-ი ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან პანდემიის შემდეგ, პირველი პირისპირ შეხვედრა საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე გამართა, შემდეგ კი არაერთი მოლაპარაკება თბილისის მიმართულებით ბანგკოკიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში გამართა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, საავიაციო ფორუმებში აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობა საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ახალი მიმართულებების დაწყებას უწყობს ხელს.




,,საწყის ეტაპზე, Thai AirAsia X ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის მსგავსად პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. თუმცა, გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და მოლოდინი, რომ ფრენები რეგულარული ხასიათის გახდეს, 2022 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდეს და ავიაკომპანიამ ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე მთელი წლის განმავლობაში იფრინოს. ტაილანდური ავიაკომპანიის დაბრუნება ჩვენს ბაზარზე არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო საავიაციო ფორუმებში, სადაც საშუალება გვაქვს პირისპირ შევხვდეთ ავიაკომპანიებს, წარვადგინოთ ჩვენი აეროპორტები და ავიაკომპანიებს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი,“ – აცხადებს თამარ არჩუაძე.



პანდემიის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით 8 ოქტომბერს შესრულდება. ამ ეტაპზე, Thai AirAsia X 29 ოქტომბრამდე (ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე) კვირაში 2 სიხშირით იფრენს.



თეგები:
Thai AirAsia X



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up