თამარ ბარკალაია - მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რათა მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ

თამარ ბარკალაია - მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რათა მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ

access_time2020-05-04 21:30:09

ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რათა მათ მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

 

„ინსპექტირების თვალსაზრისით ჩვენი რესურსი საკმაოდ დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია. პრიორიტეტულია ეკონომიკის დროული ამოქმედება და ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რათა მათ მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მოქმედებს, არამედ ზოგადად, მარეგულირებელ-მაკონტროლებელი ორგანოების სრული მობილიზაციაა გამოცხადებული და საჭიროების შემთხვევაში, ყველას ჩართულობა არის უზრუნველყოფილი, რომ ინსპექტირების პროცესი იყოს დროული და არ იყოს გაჭიანურებული“, – განაცხადა ბარკალაიამ.

 

მისი თქმით, პორტალის გახსნიდან ძალიან მოკლე პერიოდში, ანუ 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დაახლოებით 5 000-მდე ინსპექტირება განხორციელდა, რაც სისტემის სრული დატვირთვით მუშაობა არ იყო.

 

„ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი დატვირთვით ვიმუშაოთ“, – განაცხადა ბარკალაიამ.

 


კითხვაზე, რა ფორმით ხდება სამუშაო პირობების შემოწმება, ონლაინ თუ ადგილზე, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ სამუშაო პირობების შემოწმება წინასწარ გაწერილი კითხვარის საფუძველზე ხდება.

 

„განსხვავება ის არის, რომ უკვე ამოქმედებული ბიზნესების შემთხვევაში უკვე მოქმედებს სანქცირების მექანიზმი და სანქციები საკმაოდ მაღალია. ეს არის 15 000 ლარი, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული არ ვართ სანქცირებაზე და პირიქით, ვცდილობთ, ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უსაფრთხოების ზომების სწორად დაცვა და შესაბამისად, სანქციების თავის არიდება შეძლონ. სწორედ ამიტომ არის ონლაინპორტალი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველა დამსაქმებელს, დროულად დარეგისტრირდნენ, სანამ ეკონომიკის სექტორი გაეშვება და საშუალება მოგვცენ, მათ დავეხმაროთ – შესაბამისი ინსპექტირება განვახორციელოთ, შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ და მოვამზადოთ იმ პროცესისთვის, როცა ეკონომიკის დანარჩენი სექტორებიც ამოქმედდება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მალე და წინმსწრებით“, – განაცხადა ბარკალაიამ.

 

შეკითხვაზე, ეძლევათ თუ არა კომპანიებს გარკვეული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები მყისიერად, ან დროის მოკლე პერიოდში მოგვარებადია და დამსაქმებლებს მაქსიმალური შესაძლებლობა ეძლევათ, რათა ხარვეზების მყისიერად გამოასწორონ, ხოლო დიდი ხარვეზების შემთხვევაში სანქცირების მექანიზმი მუშაობს.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ონლაინპლატფორმა და რეგისტრაციის პროცესი ყველაზე სასარგებლო სწორედ იმ სექტორებისთვის არის, რომლებიც ჯერ არ არის ამოქმედებული, ვინაიდან დროულად დარეგისტრირება მათი ინტერესია.

 

პირველი არხი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up