თამარ გაბუნია - 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა

თამარ გაბუნია - 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა

access_time2022-02-03 14:10:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა განიხილეს.



როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია, ე.წ ბუსტერ დოზით ვაქცინაციის გაგრძელება და სრული მოსახლეობის 70%-ის აცრა.



„გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ ვაქცინაციის საბჭოზე განვიხილეთ, საერთაშორისო რეკომენდაციებს მიყვება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრა ივლისის თვემდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც სასურველი მიზანი არის ის, რომ მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ზოგადად, საერთაშორისო ამოცანებს, თუმცა გასათვალისწინებელია არსებული სიტუაცია, ის ფონი და საჭიროებები, რომელიც „ომიკრონის“ შემდეგ იქმნება, ამან შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, როგორც სამიზნესთან, ასევე დეტალებთან დაკავშირებით. სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის მომავალ წელსაც იგივეა, ეს არის მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ჯგუფები, ვისაც აქვს მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა. ასევე ვაკეთებთ აქცენტს „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე, რადგან „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ „ბუსტერ“ დოზა ძალიან მნიშვნელოვანია. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებით და გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში“, -განაცხადა გაბუნიამ.




მისი თქმით, გეგმის მიხედვით, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინები გათვალისწინებულია.



„ბავშვთა ასაკის ვაქცინები გეგმით ასევე გათვალისწინებულია, 12 წლის ზემოთ უკვე ისედაც მიმდინარეობს, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა, ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მწარმოებლებთან წინასწარი მოლაპარაკება გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.



მისივე განმარტებით, წამახალისებელი ღონისძიებები კვლავ მიმართული იქნება ასაკოვანი ადამიანებისთვის.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up