თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომდევნო ეტაპზე ფარმაცევტების ტესტირება იგეგმება

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომდევნო ეტაპზე ფარმაცევტების ტესტირება იგეგმება

access_time2020-04-30 23:25:35

ძალიან მნიშვნელოვანია ის ჯგუფები, რომლებიც მეტად აქტიურად დაექვემდებარება ტესტირებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ჯგუფები, რომლებიც მეტად აქტიურად დაექვემდებარება ტესტირებას – სამედიცინო პერსონალი, თავშესაფარში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული ადამიანები, ტრანზიტის გარდა, დიდი მანქანების მძღოლები, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და ქვეყანას მალევე ტოვებენ, თუმცა, რაღაც პერიოდი დაყოვნება უწევთ. მეორე ეტაპზე, მაისის მეორე ნახევარში იგეგმება ტესტირების ჯგუფების კიდევ უფრო გაფართოება და აქ ვფიქრობთ სამედიცინო სფეროს ახალი ჯგუფის დამატებას ფარმაცევტების ნაწილში“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კითხვაზე, მოხდება თუ არა სურსათის მაღაზიებში მომუშავე პერსონალის ტესტირება, რადგან შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნასთან ერთად, შესაძლოა, მაღაზიებში მოქალაქეთა გადაადგილება და მობილობა მაღალი იყოს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ყველა დასაქმებული ადამიანი ტესტირებას ვერ დაექვემდებარება.

 

„თეორიულად, ინფიცირების რისკი ყველას გვაქვს, მაგრამ იმისთვის, რომ ტესტირება შედეგიანი იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს მაღალი რისკის ჯგუფები. რა თქმა უნდა, ყველა დასაქმებული ტესტირებას ვერ დაექვემდებარება. იმის შანსი, რომ ტესტირების შედეგად რამეს ვიპოვით, ძალიან დაბალია. თუმცა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მაღალი რისკის პროფესიების ტესტირებას დავიწყებთ, ასევე ვიმუშავებთ სტრატეგიაზე, ზოგადად ბიზნესისთვის იმ რეკომენდებული ტესტირების შესახებ, რაც შესაძლებელია, იყოს უკვე მათი რუტინული ეპიდუსაფრთხოების პროგრამის ნაწილი და რაც უსაფრთხოს გახდის გარემოს, სადაც თანამშრომლები იმუშავებენ.

 


ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო რეკომენდაციების კვალდაკვალ და ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ცოტა ხანში ჩვენც გვექნება უფრო მკაფიო რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ სად იქნება პირველი ადგილი სამედიცინო სფეროს მიღმა, სადაც უფრო აქტიურად უნდა ჩატარდეს ასიმპტომური პირების ტესტირება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ტესტირების მეორე ეტაპზე მედიაც მოხვდეს, რადგან ითქვა, რომ ესეც მაღალი რისკის პროფესიაა, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ტესტირების პროცესში მედიის ჩართვაზე საუბარი არ არის.

 „ესეც მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ძალიან ცოტაა მხარდამჭერი მტკიცებულება იმისა, რომ მედიის წარმომადგენლებს კორონავირუსით ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე დავუშვათ, რომელიმე სხვა საჯარო მოხელეს, ან თუნდაც, მე, ვისაც ხშირად მიხდება ურთიერთობა შეიძლება, კარანტინში მყოფ პირებთან, სამედიცინო პერსონალთან, ან სხვა პირებთან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კითხვაზე, რას უკავშირდება ტესტირების გაფართოება ახლა, კრიზისულ პიკის პერიოდს თუ ტესტების მარაგებს, რომელიც ქვეყანაში ორი დღის წინ ჩამოვიდა, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აქ ორი ძირითადი მომენტია მთავარი – გაფართოვდა ტესტირების საჭიროება და ამის საპასუხოდ პროგრამაში მეტი მიმწოდებელი ჩაერთო.

 

„საკმარისი მარაგები აქამდეც გვქონდა, რომ ამ რაოდენობის ტესტირება მანამდეც ჩაგვეტარებინა. დღეში 800 ტესტი არ არის ისეთი შეუძლებელი რაოდენობა და ამის მარაგი მანამდეც იყო, მაგრამ აქ ორი ძირითადი მომენტია მთავარი. ერთი ის, რომ გაფართოვდა ტესტირების საჭიროება და ამის საპასუხოდ პროგრამაში მეტი მიმწოდებელი ჩაერთო. ანუ, აქ ორივე ფაქტორია – საჭიროებაც გაიზარდა და ამის კვალდაკვალ გაიზარდა შესაძლებლობებიც. კარგი ამბავია ისიც, რომ მარაგებიც შევივსეთ. დღეიდან, არსებული მარაგები უფრო მეტი ტესტის ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ანუ, ეს სამივე ფაქტორი, რა თქმა უნდა, ერთმანეთს აძლიერებს და ამ შემთხვევაში გვაქვს სურათი, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო ფართოდ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, მაგრამ მიზნობრივი ტესტირება არის ჩვენი სტრატეგია. გაფართოება, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში და მიზანმიმართულად მოხდება. ეს არის წარმატების მთავარი ფაქტორი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

წყარო: პირველი არხი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up