თამარ გაბუნია - დღეს არავინ იცის პასუხი კითხვაზე, რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ მიღწეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი

თამარ გაბუნია - დღეს არავინ იცის პასუხი კითხვაზე, რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ მიღწეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი

access_time2022-01-28 11:00:00

„ომიკრონმა“ შეცვალა თამაშის წესები და არა იმან, რომ სისტემა მოეშვა და უბრალოდ ამოიწურა ემოციური და ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო მაქსიმალური მობილიზება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, სწორია თუ არა შთაბეჭდილება, რომლის მიხედვითაც, პანდემიის მართვისას მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა და მათ შორის საქართველო „მიშვების პოლიტიკაზე“ გადავიდა, რადგან მეტი სიმშვიდით და ნაკლები პანიკით ხვდება ინფიცირების ათასობით შემთხვევას.



გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქართველო არ იმყოფება „ომიკრონის“ გავრცელების პიკში და გარკვეული დროის განმავლობაში ყოველდღიური ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდება.



“ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და იკვეთება მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო კვირა იქნება უფრო მეტად აღმავალი პერიოდი. პროგნოზი არის დაახლოებით 2 კვირა, მესამე კვირიდან უკვე შესაძლებელია, რომ აღარ იყოს მატება და დაიწყოს დაღმასვლა. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამბობს, რომ სწრაფი აღმასვლის შემდეგ დაღმასვლაც იყო საკმაოდ სწრაფი.



რაც შეეხება საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას, გარკვეულწილად იმუნური ფენა „ომიკრონის“ ტალღას ქვეყანაში დახვდა. ეს იყო მილიონზე მეტი ვაქცინირებული და ასევე იგივე რაოდენობა უკვე ინფექციაგადატანილი პირების, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ის მეტად აქტიურად იწვევს განმეორებით ინფიცირებას. „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შემდეგ ეს იმუნური ფენა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ დღეს არავინ იცის პასუხი იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ გამოწვეული იმუნური ფენა“, - განაცხადა გაბუნიამ.




მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა იმუნიტეტს დატოვებს საზოგადოებაში „ომიკრონი“, ვაქცინა კვლავ რჩება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველი რიგის ინტერვენციად.



გარდა ამისა, თამარ გაბუნიამ პანდემიის დასრულების წინაპირობაზეც გააკეთა კომენტარი.



„პანდემიის დასრულება ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები იქნება, მაგრამ არა ასე ბევრი, არ იქნება ასეთი სწრაფად გავრცელებადი და სიცოცხლისთვის სახიფათო. არავინ ვღელავთ, როდესაც გვაქვს გრიპი ან მარტივი ვირუსული ინფექცია, რადგან ამის მართვა მარტივად ხდება. იგივე მიმართულებას და გზას გავივლით ამ შემთხვევაშიც, როდესაც ეს ვირუსიც ძალას დაკარგავს და მიიღებს გარკვეულწილად ჩვეულებრივი ცირკულირებადი ვირუსის სახეს, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up