თამარ გაბუნია - განახლებული ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ კიდევ მეტად გაიშალოს ვაქცინაცია და „ბუტერ“ დოზებით მოხერხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია

თამარ გაბუნია - განახლებული ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ კიდევ მეტად გაიშალოს ვაქცინაცია და „ბუტერ“ დოზებით მოხერხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია

access_time2022-02-21 22:00:00

გასული კვირის ანალიზი აჩვენებს, რომ შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმედისმომცემია და მიუთითებს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის და დაღმავალ ფაზაში გადავდივართ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.



თუმცა, როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი არ იძლევა მდგრადი სტაბილიზაციის საშუალებას და სხვადასხვა შტამების მოსახლეობის დაცვისთვის ბუსტერ დოზით აცრა მნიშვნელოვანია.



„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფექციის შემთხვევების კლების ტენდენცია იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი ხასიათდება ზოგადად, შემთხვევების დაბალი რაოდენობით, გასული კვირის ანალიზი აჩვენებს, რომ შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმედისმომცემია და მიუთითებს, რომ არის სტაბილიზაციის ნიშნები და დაღმავალ ფაზაში გადავდივართ. ხვალინდელი და მომდევნო დღეები საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ვნახოთ, რა ტემპით შეიძლება გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი. ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება, კარგია, რომ პაციენტების რაოდენობა არ იმატებს და პირიქით, არის კლება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუმცა, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო შემცირდა, ამას ვხსნით გარკვეულწილად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით, თუმცა, მაინც ეს არ არის ის მაჩვენებელი, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მდგომარეობის მდგრადი სტაბილიზაცია. განახლებული ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ კიდევ მეტად გაიშალოს ვაქცინაცია და „ბუტერ“ დოზებით მოხერხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია, მას შემდეგ რაც „ომიკრონის“ ტალღა გადაივლის და ჩვენ გვექნება სხვა შემთხვევებში, სხვა ტალღების და შტამების ვარიაციებისგან მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობა,“ - განაცხადა გაბუნიამ.



IPN.GE










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up