თამარ გაბუნია - მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, როცა პიკს ველოდებით, უმჯობესია კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება მეტად დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს

თამარ გაბუნია - მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, როცა პიკს ველოდებით, უმჯობესია კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება მეტად დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს

access_time2022-01-25 13:00:00

ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი რჩევაა და უმჯობესია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ინფიცირების პიკს ველოდებით, კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება მეტად დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



მისივე ინფორმაციით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეიძლება გამკაცრდეს, ჯანდაცვის სექტორზე დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლაა, რაც დღეს, ამ მდგომარეობით, არ გვაქვს.



„შემთხვევების მატება უკავშირდება „ომიკრონს“, რასაც თვალს ვადევნებთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იმავე ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, „ომიკრონის“ მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე არ იწვევს, რასაც ვაკვირდებით ბოლო 5 დღის განმავლობაში, როდესაც დრამატული მატება კლინიკურ სექტორში არ გვაქვს. მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯანდაცვის სექტორი რეგულაციების გამკაცრებას და ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს, არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა, რასაც დღეს, ამ მდგომარეობით არ ვაკვირდებით. იმავე გამოცდილება გამოიარა აფრიკის ქვეყნებმა და ბრიტანეთმა, ეს ყველაფერი მართვადია, მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა, პაციენტების უდიდესი ნაწილი უნდა დარჩეს ბინაზე, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს და სისტემა არის მზად.




ის რეგულაციები, რომელიც აქამდე მოქმედებდა რჩება ძალაში, დამატებითი რჩევაა და უმჯობესია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც პიკს ველოდებით, ვისარგებლოთ მეტად დისტანციური კომუნიკაციით - იქნება ეს კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. თუკი ეს შესაძლებელი არ არის, კარგად ვენტილირებული გარემო იძლევა საშუალებას, რომ ეს ღონისძიებები ჩატარდეს უსაფრთხოდ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up