ამ ეტაპზე მწვანე პასპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იყო იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ომიკრონის სწრაფ გავრცელებას, ომიკრონის რეინფიცირების მაღალ რიკებს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა ქვეყანამ გაითვალისწინა ბუსტერ-დოზების ინტეგრირება მწვანე პასპორტში, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი რეგულაციების შემოტანა, რომლის ადმინისტრირება შესაძლოა ვერ მოახდებოდა იმ წარმატებით, რაც დადებით ზეგავლენას მოადენდა ეპიდემიის მიმდინარეობაზე, ჯერჯერობით მიზანშეწონილად არ ჩაითვალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ომიკრონის“ პირობებში რეგულაციები მუდმივად იცვლება.
„ამდენად სწრაფი ცვლა რთულია, როგორც ადმინისტრიტების კუთხით, ასევე დანარგვისა და ეფექტანობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ბუსტერ-დოზის პრომოციას აკეთებს მუდმივად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
imedinews.ge