პანდემიის მართვისთვის სამთავრობო გუნდი, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით მუშაობს დღემდე, სრული კოორდინაციით, ყოველგვარი დაპირისპირების, წინააღმდეგობრივი პოზიციების გარეშე აგრძელებს მუშაობას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება ექსპერტების მონაწილეობით კონსულტაციების რეჟიმში. ყოველგვარი დაპირისპირება, რომელიც გაჟღერდა გუშინ, ან შეიძლება გაჟღერდეს, არის საფუძველს მოკლებული. ამდენად, ძალიან გთხოვთ მსგავსი ტიპის არასწორი ინფორმაცია აზარალებს მთლიანად ამ პროცესს, ისედაც რთულია ეპიდემიის მართვას და არ არის საჭირო ამ ტიპის ფაქტებზე აპელირება, რაც არც დადასტურებულია და არც გამართლებულია“, - აღნიშნა გაბუნიამ.
imedinews.ge