თამარ გაბუნია თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნაზე: ეს მოგვცემს რეალურად ხელშესახებ ეფექტს, ბაზარზე იქნება უფრო მეტი ჯანსაღი კონკურენცია, შედარებით დაბალი ფასი

თამარ გაბუნია თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნაზე: ეს მოგვცემს რეალურად ხელშესახებ ეფექტს, ბაზარზე იქნება უფრო მეტი ჯანსაღი კონკურენცია, შედარებით დაბალი ფასი

access_time2022-01-24 22:00:00

ბიზნესი ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობს და მათი მხრიდან არაერთხელ იყო დაყენებული ეს საკითხი. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მათი მზაობა არის საკმაოდ კარგი, მათ მოლოდინი ჩვენზე არანაკლები აქვთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „რამდენად მზად არიან ფარმაცევტული კომპანიები შემოიტანონ იაფი მედიკამენტები, რამაც შესაძლოა სხვა მედიკამენტების გაიაფებაც გამოიწვიოს?“.


„ის, რომ გაიხსნა ეს შესაძლებლობა და ადმინისტრაციული ბარიერი გამარტივდა, ვფიქრობთ, რომ ორივე მხარისთვის, რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ის სიგნალი, რაც ჩვენ უკვე მოგვცემს რეალურად ხელშესახებ ეფექტს და ბაზარზე გამოჩნდება მრავალფეროვნება, უფრო მეტი კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია, შედარებით დაბალი ფასი, რაც იქნება რა თქმა უნდა ძალიან კარგი და სარგებლის მომტანი ჯანმრთელობის კუთხით. იმპორტიორები ამ მომენტისთვის ემზადებოდნენ, მათი წინასწარი შეფასებით, საუბარია დაახლოებით თვენახევარი, ორი თვე რაც ჩვენ წინასწარი კონსულტაციებში მოვისმინეთ და ამდენად ვფიქრობთ, რომ მიმდინარე პერიოდში უკვე რეალურად დაიწყება იმპორტირების პროცედურები, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადმინისტრაციულად, მნიშვნელოვნად გამარტივებულია და ეს შექმნის უკვე რეალურად ხელშესახებ ცვლილებას, რასაც იგრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე უკვე ბაზარზე შედარებით ნაკლები ფასის და ხარისხიანი მედიკამენტების გამოჩენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.



პრემიერ მინისტრმა 17 იანვარს განაცხადა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად დაწევს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up