ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გვაქვს. მათი ეფექტიანობა კვლავ ძალაში რჩება „ომიკრონთან“ მიმართებით, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან ვაქცინების მარაგის შესავსებად.
„გრძელდება მუშაობა მომწოდებლებთან - როგორც Pfizer-თან, ასევე COVAX-პლატფორმასთან, იმისთვის რომ ვაქცინების მარაგი შეივსოს. ცოტა ხნის წინ ახალი ვაქცინა - Novavax-ი გამოჩნდა და ამაზეც ვმუშაობთ, Johnson&Johnson-ს ვაქცინაზეც მიდის მუშაობა. ბუნებრივია, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მარაგი არის და ისინი გამოიყენება როგორც პირველი-მეორე, ასევე ბუსტერ დოზებისთვის. ამდენად, მთავარია მოქალაქემ დროზე მიიღოს გადაწყვეტილება. არჩევანი კვლავ არის და იქნება, ასე რომ ამ მიმართულებით პრობლემებსა და შეფერხებებს არ ველოდებით“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge