თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, რომ არ მოხდეს ე.წ. მწვანე საშვის გაყალბება და ამისთვის კონკრეტული მექანიზმები ამოქმედდეს

თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, რომ არ მოხდეს ე.წ. მწვანე საშვის გაყალბება და ამისთვის კონკრეტული მექანიზმები ამოქმედდეს

access_time2021-11-04 14:00:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, რომ არ მოხდეს ე.წ. მწვანე საშვის გაყალბება და ამისთვის კონკრეტული მექანიზმები ამოქმედდეს.


როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც კი საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი იქნება, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ძალაში შევა.


„რაც შეეხება „მწვანე“ საშვის კონცეფციას, ეს გარკვეულწილად არის არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა პარამეტრების, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს, ეს არის ვაქცინაცია, ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში ან პსრ ტესტირება 72 საათიან რეჟიმში, ასევე გადატანილი ინფექცია 14-დღიდან 6 თვის ინტერვალში. ამ შემთხვევაში, ამ 3 პარამეტრიდან ერთ-ერთი ნიშნავს იმას, რომ პირი შეიძლება ჩაერთოს უსაფრთხოდ სოციალურ აქტივობებში. ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს. ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა, ვსაუბრობ „მწვანე“ საშვის მექანიზმზე, მნიშვნელოვანია ასევე ყველა პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს გარკვეული სახით ფალსიფიკაცია. ერთი სერტიფიკატის ნაწილი და მეორე, იმ წესის დარღვევით, რომელსაც დავაწესებთ. ამიტომ, ბიზნესმა მზაობა უნდა გამოხატოს ამასთან დაკავშირებით. „მწვანე“ საშვის გარეშე მომხმარებელი ვერაფრით მოხვდება იმ გარემოში, სადაც ბიზნესაქტივობა წარმოებს. ასევე ზუსტად უნდა იყოს შრომის ინსპექციის მხრიდან მექანიზმები და გარანტიები, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღსრულება შესაბამისად მოხდეს. მანამდე, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ფორმალობა იქნება. ამ გარანტიებზე მიდის ახლა მუშაობა და როგორც კი საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი გვექნება, ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, - განაცხადა გაბუნიამ.




ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up