ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თენგიზ ცერცვაძე აჭარაში უახლოს დღეებში ვიზიტს გეგმავს, რათა ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნოს.
„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა ეზუგბაია იყო ჩამოსული", - აცხადებს გაბუნია.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.
IPN.GE