ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში გახდება ცნობილი, როდის გაიხსნება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზაზე.
„ძალიან მალე, ამ დღეებში ზუსტად შეგვეძლება განვაცხადოთ, როდიდან გაიხსნება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე. „იუნისეფისგან“ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოწოდება მალე უნდა დასრულდეს. ასევე, იცით, რომ ამ თვეში უნდა დაიწყოს „ფაიზერის“ მოწოდება. ვფიქრობ, რომ ამაზეც დიდი ხნის ლოდინი აღარ მოგვიწევს“, - აცხადებს გაბუნია.
IPN.GE