თამარ იოსელიანი - „მეზღვაურებო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და იმედი მაქვს, ერთიანიძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოს საზღვაო სფეროში!

თამარ იოსელიანი - „მეზღვაურებო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და იმედი მაქვს, ერთიანიძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოს საზღვაო სფეროში!"

access_time2021-06-26 15:50:33

„მეზღვაურებო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთშევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოს საზღვაო სფეროში!" - აღნიშნა ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარიოსელიანმა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღნისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მეზღვაურებს იმ წვლილისთვის, რაცთავისი დაუღალავი შრომით მსოფლიოს ეკონომიკაში შეაქვთ.

 

„ჩემთვის, როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის, ამ დღეს კიდევ უფროდიდი დატვირთვა აქვს. წელს სააგენტო დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდისგანმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საზღვაოსფეროს განვითარებას და ამ რეფორმების ცენტრალური ფიგურა სწორედ მეზღვაურია," - განაცხადათამარ იოსელიანმა.

 

სააგენტოს ხელმძღვანელმა, პანდემიით გამოწვეულ ურთულეს სამუშაო პირობებში, მეზღვაურთამიერ გამოჩენილ სამაგალითო გამძლეობაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა მეზღვაურებისუმნიშვნელოვანესი როლი გლობალური მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობისა და მდგრადობისშენარჩუნების თვალსაზრისით.


საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებითაღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომლის ძირითადი ორგანიზატორი საზღვაოტრანსპორტის სააგენტოა. ტრადიციულად, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი პირველი აქტივობასაზეიმო მსვლელობაა სასულე ორკესტრის თანხლებით, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმისსაზღვაო ნავსადგურისკენ. ღონისძიებებში მონაწილეობენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო სფეროს სხვაწარმომადგენლები.

 

წელს მეზღვაურის დღე ქართველ მეზღვაურებთან ერთად აღნიშნეს დიდი ბრიტანეთის სამხედროსაზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელის - HMS defender ეკიპაჟისწევრებმაც. სააგენტოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთისელჩს, მის აღმატებულებას, მარკ კლეიტონს და გემის კაპიტანს ვინს ოუენს ღონისძიებაშიმონაწილეობისათვის.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, სააგენტოს ხელმძღვანელი შეეხო საზღვაო შრომის რეფორმას, რომლის განხორციელებასაც წელს იწყებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოსმეზღვაურების ღირსეულად დასაქმებისთვის. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, განათლებისსტანდარტები წლიდან წლამდე უმჯობესდება. მან ყურადღება გაამახვილა ბათუმის სახელმწიფოსაზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალზე, რომელიც უმაღლესი სტანდარტით არის აღჭურვილი და 10 პროფესიული პროგრამა უკვე ავტორიზებულია და ასევე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისსაწვრთნელ აუზზე, რომელიც დღეს გაიხსნება და სრულიად თანამედროვე, საერთაშორისომოთხოვნების წვრთნებით უზრუნველყოფს სტუდენტებსა და მეზღვაურებს.

 

მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა, ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ქ. ბათუმისმერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up