„თამაშობანამ 7 წელში 15-მდე საავტორო სამაგიდო თამაში შექმნა

„თამაშობანამ 7 წელში 15-მდე საავტორო სამაგიდო თამაში შექმნა

access_time2023-02-25 19:30:10

ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიაა „თამაშობანა 7 წლის წინ შეიქმნა და ამ დრომდე 15-მდე საავტორო სამაგიდო თამაში აქვს შექმნილი.

 

„თამაშობანას პროდუქცია ადამიანებს ეხმარება სწავლაში, გართობასა და ახალი უნარების შეძენაში. თითოეული თამაშის შექმნის პროცესი კომპლექსურია — თავდაპირველად განისაზღვრება მიზანი, ამოცანა, გამოწვევა, რომელიც ამ პროცესში უნდა გადაიჭრას. ეს პროცესი გაიარა „თამაშობანას გამორჩეულმა თამაშმა ,,იოგა ბავშვებისთვის, რომელიც ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

 

,,ვფიქრობ, წარმატების საიდუმლო ინგრედიენტი ჩვენი, დამფუძნებლებისა და კომპანიაში მომუშავე თითოეული ადამიანის სიყვარულია, რომელიც ამ ბრენდის მიმართ გვაქვს - ნაუ სონღულაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი.

 

სწორედ კომპანიის მიმართ სიყვარულმა და პროდუქტების განვითარებაზე უწყვეტად მუშაობამ მიიყვანა ,,თამაშობანა Speilwarenmesse-ზე, სათამაშოების ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე ჯერ 2019, შემდეგ კი 2023 წელს. „თამაშობანას დამფუძნებლის აზრით, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებისთვის გამოფენებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ ღონისძიებებზე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ აუდიტორიასთან, გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს და შეიძინონ მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორები


 

„სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით პირველად 2019 წელს მოვხვდით ამ გამოფენაზე. მაშინ სექტორიდან მხოლოდ 4 კომპანია ვიყავით, რადგან ეს სფერო არცთუისე პოპულარული იყო. სწორედ სააგენტოს მხარდაჭერისა და დაუზოგავი შრომის შედეგია, რომ ქვეყნის განვითარების კუთხით, სათამაშოების სექტორი პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდია - ნაუ სონღულაშვილი, ,,თამაშობანას დამფუძნებელი.

 

2023 წელი ,,თამაშობანასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, კომპანიას უამრავი საექსპორტო პროექტი ელოდება. ასევე, წლის ბოლოს იგეგმება ,,თამაშობანას კონცეპტუალური სივრცის გახსნა, რომელიც ღია იქნება ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს, შეიმეცნოს, გაერთოს და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ითამაშოს.

 

სათამაშოების სექტორი საქართველოში დღითი დღე ვითარდება და იზრდება. განსაკუთრებით კი იზრდება მეწარმე ქალების რიცხვი, რომლებიც ქართული კომპანიების სახელებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ამკვიდრებენ.

 

,,ქალბატონებს ვურჩევდი რომ არასდროს დაკარგონ საკუთარი თავისა და იდეის რწმენა. იყვნენ უფრო მეტად გამბედავები, რადგან არ არსებობს უშეცდომო გზა და ყოველთვის დაიტოვონ დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის - ნაუ სონღულაშვილი, ,,თამაშობანას დამფუძნებელი.



თეგები:
თამაშობანა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up