თამაზ დაუშვილი მთავრობას ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს შექმნას ურჩევს

თამაზ დაუშვილი მთავრობას ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს შექმნას ურჩევს

access_time2021-01-05 21:00:00

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი 2021 წელს მთავრობის მიერ აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და ხელისუფლებას ერთგვარ რეკომენდაციას აძლევს.



მისი განმარტებით, იმისთვის რომ ქვეყანაში ადვილად დაძლევადი გახდეს პანდემიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური კრიზისი, მიმდინარე წელს მმართველმა ძალამ აქცენტი რამდენიმე მიმართულებით უნდა გააკეთოს. მათ შორისაა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა.



როგორც დაუშვილი აცხადებს, უნდა შეიქმნას კონკურენტული ბიზნესგარემო და საუკეთესო პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდნენ.



ბიზნესმენის აზრით, კარგი იქნება თუ შეიქმნება ინვესტიციების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რა შემთხვევაშიც ინვესტორი ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც შეიძლება საჭირო იყოს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად, იქნება ეს მშენებლობის ნებართვა თუ ლიცენზია.



„შეიძლება ეს სააგენტო ვერ მოემსახუროს ადგილობრივ ბიზნესმენსაც, თუმცა, შესაძლებელია დიფერენციაცია მოხდეს - მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ვინც განახორციელებს, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოელი, ამ სერვისის მიღება შეძლოს. შესაძლებელია, ამ მომსახურების მიღება გარკვეული ფასიც ღირდეს, მთავარია, იყოს ქმედითი და ეფექტური.



თუ ინვესტორს არ ექნება რწმენა იმისი, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც ხელს შეუწყობენ, ის რა თქმა უნდა უფრო უკეთეს ადგილს მოძებნის ინვესტირებისთვის. მსოფლიოში კი საქართველოზე კარგი ქვეყანა ინვესტირებისთვის საკმაოდ ბევრია. ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს, წლების მანძილზე ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ბიზნესის კეთების კუთხით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ უკეთესზე უკეთესი არ დაილევა. ამიტომ, პანდემიის ფონზე მილიონი დოლარის მოზიდვასაც კი ოქროს ფასი აქვს. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გამოიყენოს რაც კი აქამდე რეფორმა განხორციელებულა, დაანახოს ინვესტორს რამდენად საინტერესო ადგილია და თუ რამე ნაკლი აქვს - აღმოფხვრას, გამოასწოროს,“ - აცხადებს დაუშვილი.




შემდეგი მიმართულება, რაზეც ხელისუფლებამ მიმდინარე წელს აქცენტი უნდა გააკეთოს - ბიუროკრატიული აპარატის შემცირებაა. ბიზნესმენის განცხადებით, აუცილებელია შემცირდეს ამ კუთხით გასაწევი ხარჯების რაოდენობა, შესაძლებელია მოხდეს გარკვეული სსიპ-ების შერწმა ან გაუქმება.



„ძალიან ბევრი, არაფრისმომცემი სააგენტო გვაქვს, უამრავი ასეთი ორგანოა, რომელიც არაფერს არ აკეთებს, მილიონობით თანხებია გამოყოფილი მათ შენახვაზე და რეალურად, არაფერი არ კეთდება,“- აღნიშნავს დაუშვილი.



მისი განცხადებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის აღმასვლას უცხოური ინვესტიციები განაპირობებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მსოფლიოში ეკონომიკა არ გაჩერებულა, მილიარდერები ამერიკაში კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ. მათ შორის Amazon-მა თავისი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, ეს კომპანიები ახალ ამონაგებს სხვა ქვეყნებში აუცილებლად დააბანდებენ.



დაუშვილი აღნიშნავს, რომ ხელშეწყობა ადგილობრივ ბიზნესმენებსაც სჭირდება. „ადგილობრივ ბიზნესს რა უნდა, ის რომ ადგილობრივი მომხმარებელი იყოს მსყიდველუნარიანი, შესაბამისად, ქვეყანაში შემოსული ინვესტიცია უზრუნველყოფს დამატებით სამუშაო ადგილებს, ის დაიხარჯება ქვეყანაში და მისგან სარგებელს ყველა მიიღებს,“ - აცხადებს დაუშვილი.



შემდეგი მიმართულება, რომელზეც მთავრობამ ასევე აქცენტი უნდა გააკეთოს - ტურიზმის აღდგენაა. დაუშვილი მიიჩნევს, რომ თებერვლიდან აუცილებლად უნდა გაიხსნას ტურისტული სეზონი, უნდა დაიწყოს დროული ვაქცინაცია, გავრცელდეს ინფორმაცია, რომ საქართველოში უსაფრთხოა მოგზაურობა.



მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების დასტაბილურება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად.



დაუშვილის განცხადებით, აუცილებელია ბიუროკრატიული აპარატიდან დაზოგილი თანხები მიიმართოს განათლების მიმართლებით, რადგან ამ მხრივ სიტუაცია ცუდია და დღეს განათლების ხარისხი დაბალია.



როგორც ბიზნესმენი აცხადებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასევე ლარის სტაბილურობა.



business-partner.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up