მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი აცხადებს, რომ მარნეულის ღია ბაზარი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
„თქვენ ხედავთ, რომ მარნეულის მწვანე ბაზარი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის მის წინაშე დაყენებული. ამაში ჩვენ გუშინ მთლიანობაში დავეხმარეთ მას. მივეცით რეკომენდაციები, ზედამხედველობა, სხვადასხვა სამსახური, ყველა აქ ვიყავით მობილიზებული. დღეს თქვენ ხედავთ, რომ გაიხსნა ეს ბაზარი. ხალხს უკვე შვება მიეცა და აღარ იქნება უკვე მარნეულში იმის საშიშროება, სად წაიღოს ხალხმა თავისი მოწეული პროდუქცია, სად უნდა გაყიდოს. აქ მოდის უკვე ხალხი, ყიდულობენ და გააქვთ აქედან ის აგროპროდუქტები, რომლებიც მარნეულში მოჰყავთ ამ ადამიანებს. ეს არის ძალიან კარგი. ეს პროცესი გაგრძელდება ხვალ, ზეგ და საერთოდ, ეს ბაზარი უკვე იმუშავებს რეგულარულად“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.
მარნეულში ღია აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა.
1tv.ge