თამბაქოს წარმოება აზრს კარგავს – მეწარმეები პროდუქტს ნახევარ ფასადაც ვერ ყიდიან

თამბაქოს წარმოება აზრს კარგავს – მეწარმეები პროდუქტს ნახევარ ფასადაც ვერ ყიდიან

access_time2021-08-17 11:00:09

ადგილობრივ ბაზარზე ქართული თამბაქოს რეალიზაციის დიდი პრობლემა დგას. პროდუქტი ვერც ექსპორტზე გააქვთ. აჭარელი მეწარმე ზებურ ბოლქვაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დამუშავებული თამბაქოს (თუთუნის) გაყიდვა მეასამედ ფასში უწევს, რის გამოც წარმოება აზრს კარგავს. მიზეზი, როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, თუთუნის მიმღები პუნქტის არარსებობაა.


„აჭარაში მეთუთუნეობა ერთ-ერთი ტრადიციული დარგი იყო, ამიტომ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ, სხვა ინტერესი ამ ეტაპზე ნაკლებადაა. ხელით შრომა გვიწევს, დიდ  რესურსს მოითხოვს, ხოლო შრომას ფასი არ აქვს. ოფიციალური მიმღები პუნქტი არ არსებობს, სადაც თუთუნის ჩაბარებას შევძლებთ. პროდუქტს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვაბარებთ, გადამყიდველები ყიდულობენ.  1 კგ. დამუშავებული თუთუნის სარეალიზაციო ფასი 100 ლარია, ჩვენ  40 ლარად ძლივს ვაბარებთ, ფაქტობრივად მესამედ ფასში გვიწევს გაყიდვა. ყველა ხელისუფლების დროს გვპირდებოდნენ ხელშეწყობას, მაგრამ არასდროს არაფერი არ გაკეთებულა. ამ დროს არის ოჯახები, რომლებიც 0,5 ტონა თუთუნს აწარმოებენ. საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო ღებულობდა პროდუქტს, ახლა საზღვარგარეთიდან იაფად შემოაქვთ, რასაც აფასოებენ და ყიდიან, ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - ამბობს ზებურ ბოლქვაძე.


თამბაქოს ბაზარზე არსებულ პრობლემას ადასტურებენ სპეციალისტებიც. აგრარული სფეროს ექსპერტის, პროფესორ პაატა აროშიძის თქმით, აქციზის მაღალი გადასახადი, მცირე წარმოება და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები თუთუნის ექსპორტისთვის დიდი დაბრკოლებაა. როგორც აროშიძე ამბობს, აჭარის რეგიონში თუთუნის წარმოება კუსტარულად ხდება, მიზერული რაოდენობით მოჰყავთ და მთლიანად ადგილობრივი ბაზრის იმედადაა.


„ზემო აჭარაში, განსაკუთრებით ქედის მუნიციპალიტეტში დღესაც შეხვდებით თუთუნის პლანტაციებს და კუსტარულ წარმოებას. აგრარულ ბაზრებში იგი სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე იყიდება. შეიძლება ითქვას, რომ  აჭარის რეგიონში საკმაოდ კარგი ხარისხის თუთუნი იწარმოება, საერთაშორისო სტანდარტსაც აკმაყოფილებს, მაგრამ ექსპორტზე ძალიან მცირე რაოდენობით გადის. სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი წარმოებისთვის მოყვანილი თუთუნი აქციზით არ იბეგრება, მაგრამ სარეალიზაციო პროდუქტი იბეგრება. თვითონ თამბაქოს მრეწველობა დისკრედიტირებულია მთელ მსოფლიოში, გადასახადი და აქციზის განაკვეთი მაღალია და ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეოაბში აგდებს სფეროს“, - აცხადებს აროშიძე.



მისი თქმით, აჭარაში წარმოებული თუთუნი ადგილობრივ წარმოებაშიც არ გამოიყენება, რადგან მან სამრეწველო დანიშნულება დაკარგა.


„თუთუნის ტრადიციული მეურნეობები იყო აჭარაში, სახელმწიფო იბარებდა და ხალხიც მისი მოყვანით დაინტერესებული იყო. მეტიც, ლაგოდეხის თამბაქო საუკეთესოდ მიიჩნეოდა და იყო პერიოდი, როცა „მალბორო“ და „ფილიპ მორისი“ იყენებდა თავის წარმოებაში, მაგრამ მას დღეს სამრეწველო დანიშნულება დაკარგული აქვს. თვითონ ქართული წარმოებაც კი აღარ იყენებს“, - დასძენს პაატა აროშიძე. 


აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს კულტურას რეგიონში დაახლოებით 92 ჰა უჭირავს. თამბაქოს კულტივირებით აჭარაში 1 000-ზე მეტი  ოჯახია დაკავებული. ამ მიზნით გამოყენებული საოჯახო მეურნეობების ფართობები 500-დან 3 000 კვ.მ-მდე მერყეობს.


1990 წლამდე საქართველო ყოვეწლიურად 14–15 ათასი ტონა თამბაქოს ნედლეულს აწარმოებდა, აქედან მხოლოდ 7–8 ათას ტონა ლაგოდეხის რაიონში  მოჰყავდათ.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up