თამბქოს მსოფლიო პანდემია და საქართველო

თამბქოს მსოფლიო პანდემია და საქართველო

access_time2021-06-30 11:14:21


 ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური წნეხი - ეს “თამბაქოს ეპიდემიით” გამოწვეული შედეგებია, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში დაახელობით 800 000 მწეველია და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით, ყოველწლიურად  11 000 ადამიანი იღუპება.

 

თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის მიუხედავად, ნიკოტინის მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების  შემცირების მიზნით, ჯანდაცვის ექსპერტები ცდილობენ, შექმნან სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს მოწევისთვის თავის დანებებას, მოახდენს ახალგაზრდებს შორის მოწევის პრევენციას და დაიცავს პასიურ მწეველებს თამბაქოს უარყოფითი ზემოქმედებისგან. ამ პროცესში ისინი თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესახებ დისკუსიის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

 

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია არის საყოველთაო ჯანდაცვის პრაქტიკა, რომელიც ტრადიციული მოწევის ინოვაციური, ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანი პროდუქტებით ჩანაცვლებას გულისხმობს. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარ ინსტრუმენტად კი ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები და სნუსი მიიჩნევა.

 

“თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რაში მდგომარეობს მისი სარგებელი. ზიანის შემცირების სტრატეგია გვთავაზობს ინტერვენციის ისეთ მიდგომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების, მათ შორის თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგების მინიმალიზაციას”, - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა ანდრია ურუშაძემ.

 

მისივე თქმით, ზიანის შემცირების სტრატეგიის გატარება შესაძლებელია მოქნილი კანონმდებლობის შედეგად. ეს კი მთავრობებისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

 

“თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიაზე საუბრის დროს უნდა გვესმოდეს, რომ მართალია, არსებობს პოტენციალი, მაგრამ ეს პოტენციალი არ არის სრულიად რისკისგან თავისუფალი”, - განმარტავს ანდრია ურუშაძე.

 


მისივე თქმით, თამბაქოს ზიანის შემცირებასა და ამ სტრატეგიისთვის საჭირო ინსტრუმენტების შესახებ ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციების პოზიციები განსხვავებულია. აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და Public Health England-ი, ასევე სამხრეთ ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები და ჯანდაცვის სისტემები აღიარებენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო უპირატესობას და ღია არიან დისკუსიისთვის.

 

როგორც ანდრია ურუშაძე ამბობს, 2020 წელს საბერძნეთში მიიღეს კანონმდებლობა, რომელიც თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ზიანის შემცირების სტრატეგიას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს ზრდასრულ მწეველთათვის მოწევის, თამბაქოს ალტერნატივებისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით კი თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ პოტენციალი, ხელი შეუწყონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებებას, თუმცა, საჭიროა დამატებითი, გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევებისა და დაკვირვებების ჩატარება, რათა სრულად მოხდეს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების რისკების შეფასებას.

 

სხვადასხვა გავლენიანი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ჯანმო მკაცრად არის განწყობილი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მიმართ.

 

“მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქიმიკატების შემცირება არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა ნაკლებად მავნე პროდუქტების რიცხვს მივაკუთვნოთ და მივიჩნიოთ ის, როგორც ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანი საშუალება, რადგან მოწყობილობის აეროზოლში ვხვდებით რამდენიმე ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც სიგარეტის კვამლში არ არსებობს”, - ამბობს ანდრია ურუშაძე.

 

ჯანდაცვის ექსპერტი თამბაქოს ინდუსტრიისადმი უნდობლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ჯანმოს უნდობლობას შეიძლება იწვევდეს ეჭვი იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრია მოწყობილობებზე ჩატარებული კვლევების შედეგებს სრულად არ ასაჯაროებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელის უგულებელყოფა არ არის მართებული და ის განხილვის საკითხი უნდა გახდეს.

 

“თუ არსებობს რამე გზა იმისა, რომ ადამიანმა თავი დაანებოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და არსებობს ამის მეცნიერული საფუძვლები, მაშინ ეს პროდუქტი შეიძლება იქცეს კომუნიკაციისა და მსჯელობის საგნად”, - ამბობს ანდრია ურუშაძე.

 

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ამტკიცებს, თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს თამბაქოს მომხმარებელთა მხრიდან მოწევის შეწყვეტას. მაგალითად, ნორვეგიაში, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის - სნუსის გამოჩენის შედეგად 10 წელიწადში ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა განახევრდა, ისლანდიაში სნუსისა და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის კომბინაციის შედეგად სამ წელიწადში სიგარეტის გაყიდვები 40%-ით დაეცა, იაპონიაში კი ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 42%-ით შემცირდა.

 

“თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესზე ზეგავლენას საკანონმდებლო პოლიტიკა ახდენს. მსოფლიოში არსებული პრაქტიკა მოწმობს, რომ მწეველებს აქვთ სურვილი, გადავიდნენ ნაკლები რისკის მქონე პროდუქტების მოხმარებაზე და ჩაანაცვლონ ტრადიციული თამბაქო. ამისათვის საჭიროა, მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მოწყობილობების, მათი შესაძლო უპირატესობებისა და რისკების შესახებ... დღეს ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევამციროთ ზიანი, დავაჩქაროთ მწეველთა ტრანზიციის პროცესი და გადავარჩინოთ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე”, - განაცხადა ოტავის უნივერსიტეტის პროფესორმა და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა დევიდ სვეარონმა.

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up