თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, კიბოს შემთხვევათა 27%-ს სწორედ ტრადიციული სიგარეტის მოხმარება იწვევს. სწორედ ამიტომ, ევროკომისიის მიზანია, 2040 წლისთვის ევროპის ქვეყნებში მწეველთა რაოდენობა 25%-დან 5%-მდე შეამციროს.
ევროკომისიის ინიციატივის მიუხედავად, მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას. სწორედ ამიტომ, იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას, შეიქმნა თამბაქოს უკვამლო პროდუქტები, რომლებიც ამცირებს მოწევის შედეგად ორგანიზმზე განხორციელებულ უარყოფით ზეგავლენას. თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს მიეკუთვნება შვედური სნუსი, ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქო. მათ შესაძლო პოტენციურ უპირატესობებს კი აღიარებენ ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები, როგორებიც არის: აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შოტლანდიისა და საბერძნეთის ჯანდაცვის უწყებები.
“ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ მწეველთათვის საუკეთესო გადაწყვეტილებას თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, ის ზრდასრული მწეველები, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას, საჭიროებენ წვდომას ალტერნატიულ პროდუქტებზე, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შეამცირონ ორგანიზმზე მიყენებული უარყოფითი ზეგავლენა”, - განაცხადა ჟიზელ ბეიკერმა “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” სამეცნიერო ჩართულობის ხელმძღვანელმა.
სამეცნიერო მტკიცებულებების თანახმად, ტრადიციული სიგარეტის წვის დროს 6000-მდე ტოქსიკური ნივთიერება გამოიყოფა, მათ შორის 70 კი კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება. თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები არ წვავს თამბაქოს, შესაბამისად წარმოქმნის აეროზოლს, რომელშიც ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა დაახლოებით 95%-ით არის შემცირებული.
“უკვამლო მოწყობილობები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ამცირებს მოხმარების დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას. თუმცა, ის არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავს ნიკოტინს - ნივთიერებას, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას,” - ამბობს ჟიზელ ბეიკერი.
ექსპერტების განცხადებით, მოწყობილობა მხოლოდ თამბაქოს მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი და არ წარმოადგენს მოწევის შეწყვეტის ალტერნატივას.
მსოფლიოს 45 ქვეყანაში გასახურებელი თამბაქოს დაახლოებით 19.1 მილიონ მომხმარებელთა შორის ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მწეველთა 73%-მა პროცენტმა სრულად შეწყვიტა ტრადიციული სიგარეტის მოწევა და გადავიდა გასახურებელი მოწყობილობის მოხმარებაზე.
გასახურებელი თამბაქოს მსგავსად, შვედეთში სნუსის გამოჩენის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნა და გაიზარდა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა. დღეს ქვეყანაში მოწყობილობას 1 მილიონი მწეველი მოიხმარს.
ექსპერტების აზრით, ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება ეფექტური რეგულაციებისა და საკანონმდებლო პროცესებში თამბაქოს ინოვაციური მოწყობილობების როლის გათვალისწინებით არის შესაძლებელი. მათივე განცხადებით, მწეველთა მხრიდან თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე გაჩენილი მოთხოვნა და ინტერესი შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 10-15 წელიწადში შესაძლებელი გახდება შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი.
(R)