თამბაქოს გაძვირება კონტრაბანდის მასშტაბებს ზრდის

თამბაქოს გაძვირება კონტრაბანდის მასშტაბებს ზრდის

access_time2022-04-08 10:00:42

პანდემიის, შემოსავლების შემცირების, მიმდინარე ომისა და ფასების ზრდის  ფონზე კონტრაბანდისადმი ცდუნებაც იზრდება. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ,,კომერსანტთან“ ამბობს,  თამბაქოს კონტრაბანდა დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის და მასთან გამკლავება აქციზის გადასახადის შემცირების გარეშე ძნელად წარმოსადგენია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


,,თამბაქოს კონტრაბანდის ზრდა  მოულოდნელი არ არის,  ვინაიდან თითქმის ყველა პირობაა შექმნილი, რაც ამ პროცესს ასტიმულირებს.  განპირობებულია გაუაზრებელი რეგულაციებით, თანაც, ბაზარზე 3-4-ჯერ იაფი ღირს თამბაქო, ვიდრე მოსაზღვრე რეგიონებში, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფასი კიდევ უფრო დაბალია. ასეთ პირობებში ძალიან ძნელია, ფასმა კონტრაბანდის სურვილი არ აღძრას. 2 არაკონტროლირებადი ტერიტორია გვაქვს და აქედან გამომდინარეც, მუდმივად მატულობს კონტრაბანდის რისკი.  ცდუნებას  ჩვენი მოქალაქეები მარტივად ნამდვილად ვერ გაუძლებენ.  ამიტომაცაა, რომ კონტრაბანდის დიდი წილი თამბაქოს ნაირსახეობებზე მოდის და ყველაზე მასშტაბურია, - ამბობს ბაირახტარი.


მისი თქმით, თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომ თამბაქოს გაძვირება, მწეველთა რაოდენობას შეამცირებდა, არ გამართლდა. ახლა მწეველები გამოსავლის გზებს ეძებენ და არჩევანს თუთუნზე ანდა კონტრაბანდულ თამბაქოზე აკეთებენ. პაატა ბაირახტარი ამბობს, მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ არსებობს ისეთი მაგალითი, რომ მწეველთა რაოდენობას შემცირება, თამბაქოზე დაწესებული მაღალი გადასახადის ხარჯზე ხდებოდეს. 



,,ნავთობპროდუქტებზე მაღალი გადასახადი  სხვა სახის პრობლემაა, მაგრამ თამბაქოს შემთხვევაში  პირდაპირ კონტრაბანდის რისკთანაა დაკავშირებულიროგორც ვიცით, თამბაქოს კონტრაბანდა შედარებით მარტივია და მოსახლეობა ამისკენ მუდმივად იქნება მიდრეკილი და არალეგალური პროდუქტის შემოტანას ყოველთვის შეეცდება. დიდი ხნის წინ, 2003-2004 წელსაც გააძვირეს აქციზის გადასახადი, 40%-ით გაიზარდა და მძიმე შედეგი მივიღეთ. ამის გამოცდილება არსებობს და მისი გათვალისწინება შესაძლებელი იყო. მიმაჩნია, რომ მთავრობამ აქციზის გადასახადის მასშტაბური და ეტაპობრივი ზრდით დიდი შეცდომა დაუშვა- აღნიშნავს ბაირახტარი.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ჯერ კიდევ დიფერენცირებული განაკვეთი მოქმედებდა. კერძოდ,  20 ღერი ფილტრიანი სიგარეტი 1,7 ლარით და 10%-ით, ხოლო უფილტრო 2,8-ჯერ უფრო ნაკლები, 0,6 ლარით იბეგრებოდა (დამატებით 10%–ით), მაგრამ 2019 წლიდან ორივე სახეობა ფიქსირებულის ნაწილში თანაბარი განაკვეთით, 1,7 ლარით იბეგრება, ხოლო ადვალურის ნაწილში კი - ფილტრიანი 30%-ით და უფილტრო 10%-ით. 


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ამოღებულია 34.588 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 90 კილოგრამამდე თამბაქო.


ყველა გამოვლენილი ფაქტიდან 419 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, სამი – სისხლის სამართლის დანაშაულია, დანარჩენი 153 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად, რეალიზატორებმა მიიღეს გაფრთხილება და შედგა ამოღების ოქმები.


საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდამ მნიშვნელოვანი მასშტაბები 2019 წლის შემდეგ შეიძინა, როდესაც ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების გამო სიგარეტისა და თამბაქოს ფასები მკვეთრად გაიზარდა.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up