თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები - პოტენციური რისკი თუ სარგებელი?

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები - პოტენციური რისკი თუ სარგებელი?

access_time2021-09-06 12:35:29

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს. 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა დაახლოებით 50% მიიჩნევდა, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების ისეთივე ზიანის შემცველია, როგორიც ტრადიციული სიგარეტები.

 

არსებული შეხედულებისგან განსხვავებით, აშშ-ს მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ნაციონალური აკადემიისა და ბრიტანეთის ექიმების სამეფო კოლეჯის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ნაკლები რისკის შემცველია, რადგან ის არ იყენებს თამბაქოს წვის ტექნოლოგიას. შედეგად, არ გამოყოფს კვამლს, არამედ წარმოქმნის აეროზოლს. შესაბამისად, ამცირებს ორგანიზმის მავნე, ტოქსიკური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას.

 

უკვამლო მოწყობილობების შესახებ ცრურწმენის გავრცელებას ხელს უწყობს ინფორმაციის ნაკლებობა. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, საზოგადოებაში არ არსებობს სწორი აღქმა ნიკოტინისა და მისი შესაძლო ზიანის შესახებ. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 57% მიიჩნევს, რომ “ნიკოტინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და კიბოს განვითარებას”, ხოლო, მხოლოდ 18.9% მიიჩნევს, რომ აღნიშნული დებულება მცდარია.

 

მსგავსი შეხედულება არსებობს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა შორის. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა 80% ნიკოტინს კიბოს, გულსისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს.


 

ამის მიუხედავად, სამეცნიერო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზს. სამეცნიერო და კლინიკური კვლევების თანახმად, დაავადებების განვითარების ძირითად მიზეზს თამბაქოს კვამლში არსებული 7000-მდე ქიმიური ნივთიერება წარმოადგენს, რომელთაგან დაახლოებით 70 კანცეროგენულ ნივთიერებად ითვლება. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოტინი არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ის იწვევს დამოკიდებულებას.

 

ნიკოტინის შესახებ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, შეამცირონ მოწევის უარყოფითი ზეგავლენა და გადაარჩინონ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

 

უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, თამბაქოს მომხმარებელთა 70% ვერ ან არ ანებებს თავს ნიკოტინის მოხმარებას. ამიტომ, ისინი საჭიროებენ გონივრული არჩევანის შესაძლებლობას. ამ პროცესში კი დიდი მნიშვნელობა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს ენიჭებათ.

 

ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის საკანონმდებლო სისტემის მთავარი მიზანი ისეთი სახის რეგულაციების შემუშავება უნდა იყოს, რომლებიც ერთი მხრივ, შეამცირებს ახალგაზრდებში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარების ინიცირების შემთხვევებს, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს ზრდასრულთა მიერ თამბაქოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებებას და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნას.


(R)

თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up