თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, როგორც “თამბაქოს პანდემიასთან “ ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, როგორც “თამბაქოს პანდემიასთან “ ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი

access_time2021-11-09 14:56:54

რა მოხდებოდა, თუ გლობალურ ჯანდაცვის სისტემას ექნებოდა შესაძლებლობა, ყოველწლიურად გადაერჩინა 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე?

 

“თამბაქოს პანდემიასთან” ბრძოლის პროცესში თამბაქოს ზიანის შემცირება თანამედროვე ჯანდაცვის ორგანოების მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეწინააღმდეგება თამბაქოს ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი მოწყობილობების გავრცელებას და წევრ სახელმწიფოებს თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე ტრადიციული სიგარეტის მსგავსი რეგულაციების, საგადასახადო ვალდებულებებისა და შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

 

მიუხედავად ჯანმოს მყარი პოზიციებისა, რიგი ჯანდაცვის ინსტიტუტები და ექსპერტთა ნაწილი თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. 2021 წელს გამართულ FDLI-ს კონფერენციაზე ჯანდაცვის ექსპერტები თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში სწორი საკანონმდებლო ინიციატივების, რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესახებ საუბრობდნენ.

 

ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე მკაცრი საგადასახადო რეგულაციების დაწესება უარყოფითად აისახება მწეველთა მხრიდან მოწევისთვის თავის დანებების პროცესზე.

 

“ელექტრონულ სიგარეტზე ფასის ზრდა იმ მიზნით, რომ მწეველები სრულად დაანებებენ თავს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, რიგ შემთხვევებში გამოიწვევს მათი მხრიდან ტრადიციული სიგარეტის მოხმარებაზე გადასვლას”, - აღნიშნავს მაიკლ ფრესკო, ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე ფასის ზრდის შედეგად ტრადიციული სიგარეტის მოხმარების ზრდის ურთიერთდამოკიდებულებას ამტკიცებს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ელ. სიგარეტზე ფასის 10%-ით ზრდა იწვევს მოწყობილობების გაყიდვების 26%-ით კლებასა და ტრადიციული სიგარეტის გაყიდვების 11%-ით ზრდას.

 


ჯანმოსგან განსხვავებით, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია აღიარებს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო სარგებელს. ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული თამბაქოსა და ნიკოტინის რეგულაციის გეგმის თანახმად, თამბაქოს რეგულაციური ინიციატივების მთავარი საფუძველი ნიკოტინი და დამოკიდებულების საკითხი უნდა იყოს. შემუშავებული გეგმის მიზანია, დაიცვას ახალგაზრდები თამბაქოს მოხმარებისგან და ხელი შეუწყოს ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებას, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას.

 

FDA მიზნად ისახავს, დაიცვას საყოველთაო კეთილდღეობა. ამ მიზნით, ადმინისტრაციის თამბაქოს პროდუქტების ცენტრი აგრძელებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თამბაქოს მუდმივად განვითარებადი და მზარდი პროდუქტების რეგულირებას. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ჯანმრთელობა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან”, - განაცხადა FDA-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

 

ჯანმოსგან განსხვავებით, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევის პროცესში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესაძლო სარგებელს ითვალისწინებს.

 

“დღეს თამბაქოს მომხმარებელთა შორის ფატალურ შედეგებს მოწევა იწვევს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც კვლავ გააგრძელებდნენ მოწევას, შეამცირონ მათ ორგანიზმზე მიყენებული ზიანი. ჩვენ უნდა განვიხილოთ ის, თუ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობას, ელ. სიგარეტებსა და ნიკოტინის პლასტერებს... და მივცეთ მწეველევს უკეთესი არჩევანის შესაძლებლობა. ”,- ამბობს დეიმონ ჯაკობსი, R Street Institute-ის ასოცირებული მკვლევარი.

 

2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, პირველად ისტორიაში, ავტორიზაცია გასცა ელექტრონულ სიგარეტებზე, რადგან, მათი განცხადებით, “ავტორიზებული პროდუქტის აეროზოლი ტოქსიკური ნივთიერებების მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობას შეიცავს ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით”. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ “მოწყობილობას შეიძლება ჰქონდეს პოტენციური სარგებელი იმ მწეველთათვის, რომლებიც სრულად ან მნიშვნელოვნად შეამცირებენ მოწევას და გადავლენ მოწყობილობის მოხმარებაზე”.

 

“FDA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნათელს ხდის იმას, რომ ადმინისტრაცია აღიარებს მოწყობილობის უკავ მდგარ მეცნიერებას, რომლის თანახმად, ელ. სიგარეტები ტრადიციულ, წვად თამბაქოსთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ მავნე ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს. მათი გადაწყვეტილება აღიარებს მოწყობილობის პოტენციურ სარგებელს საყოველთაო ჯანდაცვის დაცვის პროცესში და მის შესაძლებლობას, დაეხმაროს მილიონობით მწეველს, შეწყვიტონ ტრადიციული მოწევა”, - აღნიშნავს კლიფორდ დაგლასი, მიჩიგანის უნივერსიტეტის თამბაქოს კვლევის ცენტრის დირექტორი.

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში ელ. სიგარეტებს დაახლოებით 68 მილიონი ადამიანი მოიხმარდა. ამავე მონაცემების მიხედვით, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობის მომხმარებელთაგან 38.6 მილიონი  ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც ელ. სიგარეტების გაყიდვა დაშვებულია, 9.5 მილიონი - იქ, სადაც აკრძალულია, ხოლო 10  მილიონი ისეთ ქვეყანაში, სადაც კონკრეტული კანონი ელ. მოწყობილობების შესახებ არ მოქმედებს. კვლევის ავტორების ვარაუდობენ, რომ 2022 წლისთვის თამბაქოს ელ. მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობა 81 მილიონს გაუტოლდება.

 

თუმცა, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, სანდო გადაწყვეტებს საჭიროებს.



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up