თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი სამიზნე ქალები არიან

თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი სამიზნე ქალები არიან

access_time2020-02-15 11:00:15

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მწე­ველ ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და, რაც ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი ან­ტი­თამ­ბა­ქოს კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, მოწევაზე უარს ყვე­ლა­ზე ძნე­ლად ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ.

რა სი­ტუ­ა­ცი­აა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა გან­სა­ზღვრავს ქალი მწე­ვე­ლე­ბის სიმ­რავ­ლეს, რა­ტომ ვერ ამ­ბო­ბენ უარს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­წე­ვა­ზე და რა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ესა­უბ­რე­ბი­ან.

კახა ღვი­ნი­ა­ნი­ძე, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის პროგ­რა­მის ოფი­ცე­რი:

- ბოლო 30 წლია, გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ქა­ლებ­ში მწე­ვე­ლე­ბის რი­ცხვმა მო­ი­მა­ტა. ეს დიდ­წი­ლად თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. ბოლო წლებ­ში ქა­ლე­ბი მათი ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნეა. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ქა­ლებ­ში მწე­ვე­ლე­ბის დი­ნა­მი­კა კლე­ბა­დია, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პი­რი­ქი­თაა. თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია გა­მა­ლე­ბით ცდი­ლობს, თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბით უფრო მეტი ქალი მი­ი­ზი­დოს და და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­დოს. ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ულ მარ­კე­ტინგს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბის 12% მწე­ვე­ლია, მა­შინ, რო­დე­საც 90-იან წლებ­ში ეს ციფ­რი 1-2%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვამ­დე, უზარ­მა­ზარ ბა­ნე­რებ­ზე და თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ის რეკ­ლა­მებ­ში აქ­ცენ­ტი ყო­ველ­თვის ქა­ლებ­ზე, მათი ცხოვ­რე­ბის ახალ სტილ­ზე და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე კეთ­დე­ბო­და. უნ­დო­დათ, რომ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა ქა­ლებ­ში ემან­სი­პა­ცი­ის ტრენ­დის­თვის მი­ე­ბათ.

ამ დროს, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა თამ­ბა­ქოს­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნის თამ­ბა­ქო­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მო­დუ­რი არ არის. ჩვენ­თან კი ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ამ გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე, ისე წარ­მო­ა­ჩი­ნონ ყვე­ლა­ფე­რი, თით­ქოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნიშ­ნავს, რაც აბ­სურ­დია.

მათი პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვა, კო­ლო­ფე­ბი ისე­თი ლა­მა­ზი და ფე­რა­დია, გე­გო­ნე­ბა, შიგ­ნით რა­ღაც ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი იდოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს არ კლავს. ეს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გი­აა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მა­კა­ცებ­ში 55% ეწე­ვა, ქა­ლებ­ში კი თით­ქმის 12% მწე­ვე­ლია, ანუ ჯერ კი­დევ დიდი რე­სურ­სი ჰყავთ და­სა­პყრო­ბი, რომ ბა­ზა­რი გა­ა­ფარ­თო­ონ. ამი­ტო­მაც, ათას­ნა­ირ, მიმ­ზიდ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნის კო­ლო­ფებს უშ­ვე­ბენ - ამ­ბობს კახა ღვი­ნი­ა­ნი­ძე.

- რა­ტომ უჭირს ადა­მი­ანს თამ­ბა­ქოს­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ არამ­წე­ვე­ლე­ბი მო­წე­ვის ცდუ­ნე­ბის­გან და­ვიც­ვათ, მათ არ უნდა გა­სინ­ჯონ ეს პრო­დუქ­ტი, არ უნდა გა­უჩ­ნდეთ ცრუ მო­ლო­დი­ნე­ბი და არ წა­მო­ე­გონ ინ­დუსტრი­ის ან­კესს! მათ კი, ვინც ცდუ­ნე­ბა ვერ ძლია და მწე­ვე­ლო­ბა­ზე თა­ვის და­სა­ნე­ბებ­ლად მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ, მხო­ლოდ სურ­ვი­ლი არ შვე­ლით. ძა­ლი­ან ბევ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო მნიშ­ვნე­ლო­ბის ფაქ­ტო­რი გროვ­დე­ბა. მწე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს, თა­ვის და­ნე­ბე­ბა, მაგ­რამ ნი­კო­ტი­ნი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კია, თან ლე­გა­ლუ­რად მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ მის­თვის თა­ვის და­ნე­ნე­ბა ისე­ვე რთუ­ლია, რო­გორც თუნ­დაც ჰე­რო­ი­ნის­თვის. ბევ­რად ად­ვი­ლია, მო­წე­ვა არ და­ი­წყო, ვიდ­რე ის გა­და­აგ­დო...

14 იან­ვრი­დან მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­სა­ნე­ბე­ბე­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დღგ-ს და იმ­პორ­ტის გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ვი­მე­დოვ­ნებ, ეს მათ გა­ი­ა­ფე­ბას გა­მო­იწ­ვევს და უფრო მეტი მწე­ვე­ლის­თვის გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რომ უარი თქვან თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა­ზე. მწე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს თა­ვის და­ნე­ბე­ბა, ისი­ნი რო­გორც წესი, გა­მოც­დი­ან ხოლ­მე აბ­სი­ნენ­ცი­ის სინ­დრომს ე.წ. ლომ­კას და შემ­დგომ მისი გა­და­ლახ­ვა უჭირთ, ხოლო თუ გა­და­ლა­ხეს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უჭირთ. ამ დროს კარ­გი დახ­მა­რე­ბა და სა­უ­კე­თე­სო ხერ­ხია ცხელ ხაზ­თან და­კავ­ში­რე­ბა, სა­დაც გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. თუკი მათ­გან დახ­მა­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, შე­იძ­ლე­ბა, ექიმ­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თონ.

თა­მაზ მაღ­ლა­კე­ლი­ძე, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი:


- თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა წამ­ლავს ორ­გა­ნიზმს, მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი ნა­ად­რე­ვად იღუ­პე­ბა. ადა­მი­ა­ნებს ვინც თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებს მო­იხ­მარს, დიდი ალ­ბა­თო­ბით ქრო­ნი­კუ­ლი, ფილ­ტვის ობსტრუქ­ცი­უ­ლი და გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი უვი­თარ­დე­ბათ, მათ შო­რის გუ­ლის იშე­მია, ჰი­პერ­ტო­ნია... ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მოქ­მე­დებს ონ­კო­ლო­გი­ა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებს უვი­თარ­დე­ბათ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ძუ­ძუს კიბო, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, ასე­ვე კა­ნის ნა­ად­რე­ვი სი­ბე­რე. ამის გარ­და, უვი­თარ­დე­ბათ კა­ტა­რაქ­ტა, დი­ა­ბე­ტი, სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ში შე­მა­ვა­ლი 7000 ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­დან 250 ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა, 70 კი უშუ­ა­ლოდ კი­ბოს გა­მომ­წვე­ვია.

- თამ­ბა­ქო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქალი მე­ტად ხდე­ბა, თუ მა­მა­კა­ცი?

- რა­ტომ­ღაც ასეა ცნო­ბი­ლი, რომ ქა­ლე­ბი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი მე­ტად არი­ან. თუ ორ­სუ­ლად არის და ეწე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფია საფრ­თხე­ში. შე­საძ­ლოა, ბავ­შვი და­ბა­დე­ბის შემ­დგომ მიდ­რე­კი­ლი იყოს ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმის­კენ, ჰქონ­დეს ფილ­ტვე­ბის ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა,  სხვა რე­ცი­დი­ვია აგრეთვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ასე­ვე დი­დია პი­რის ღრუს, საყ­ლა­პა­ვის, შარ­დსაწ­ვე­თის, სა­ში­ლოს­ნოს ყე­ლის, პანკრი­ა­სის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი.

- თამ­ბა­ქოს­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო რა ცვლი­ლე­ბე­ბი ჩნდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში?

- 20 წუთ­ში გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა იწევს, 12 სა­ათ­ში სის­ხლში ნახ­ში­რორ­ჟან­გის დონე ნორ­მამ­დე იკ­ლებს, 2-12 კვი­რა­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და ფილ­ტვის ფუნ­ქცია იზ­რდე­ბა. 1-დან 9 თვე­ში ხვე­ლა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა მცირ­დე­ბა. ერთ წე­ლი­წად­ში გუ­ლის კო­რო­ნა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხვი, მწვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით 2-ჯერ უფრო და­ბა­ლია, 5-10 წე­ლი­წად­ში ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, 10 წე­ლი­წად­ში ფილ­ტვის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი 2-ჯერ ნაკ­ლე­ბია. თუ 30 წლის ასაკ­ში შე­წყვე­ტენ მო­წე­ვას, სი­ცო­ცხლე 10 წლით გა­უ­ხან­გრძლივ­დე­ბათ, 40 წლის ასაკ­ში - 9 წლით, 50 წლის ასაკ­ში - 6-ით და 60 წლის ასაკ­ში 3 წლით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

- რო­გორ და­ვა­ნე­ბოთ თავი თამ­ბა­ქოს?

- ვთქვათ, გა­და­წყვი­ტეთ თა­ვის და­ნე­ბე­ბა, დათ­ქვით თა­რი­ღი. უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ყვე­ლა ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც თქვენ გარ­შე­მოა - დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ოჯა­ხის­გან, მე­გობ­რე­ბის­გან, ექი­მის­გან. რო­დე­საც თა­ვის და­ნე­ბე­ბას გა­და­წყვე­ტეთ, ში­ნი­დან უნდა მო­ა­შო­როთ სა­ფერ­ფლე, თამ­ბა­ქოს კო­ლო­ფი, რომ მო­წე­ვის მო­ტი­ვა­ცია არ გა­ი­ზარ­დოს. მე­გობ­რებ­თან უნდა გა­მო­ა­ცხა­დოთ, რომ აღარ ეწე­ვით... ასე­ვე არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რაც თამ­ბა­ქოს­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ანა და­კა­ნო­სი­ძე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის თამ­ბა­ქოს ჯგუ­ფის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი:

- მწე­ვე­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებ­ში გვხვდე­ბა, მათ შო­რის, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ფო­კუ­სი სწო­რედ ასეთ ქვეყ­ნებ­ზეა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დია. მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ათწლე­უ­ლე­ბია, ეს ციფ­რი აქ­ტი­უ­რად იკ­ლებს. იცი­ან, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში ფეხს ვე­ღარ მო­ი­კი­დე­ბენ და მთე­ლი აქ­ცენ­ტი ჩვენ­ნა­ირ ქვეყ­ნებ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, მათ შო­რის, ფო­კუ­სი უფრო მე­ტად ქა­ლებ­ზე კეთ­დე­ბა.

ის­ტო­რი­უ­ლად მწე­ვე­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ, ქა­ლებ­ში ტა­ბუც მოქ­მე­დებ­და. დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, მწვე­ლებს შო­რის 35% მა­მა­კა­ცია და 6% - ქალი. მსოფ­ლი­ოს ზო­გა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით ქა­ლებ­შიც იკ­ლებს თამბაქოს მოხმარე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის  ერ­თმა­ნეთს უთა­ნაბრდე­ბა.

ჩვე­ნი ცენ­ტრი ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. მათი დახ­მა­რე­ბით ბევრ კვლე­ვას ვა­ტა­რებთ. რა ხდე­ბა ჩვენ­თან? მა­გა­ლი­თად, სტე­პის კვლე­ვის მი­ხედ­ვით მწე­ვე­ლო­ბამ ზო­გა­დად 2010-დან 2016 წლამ­დე 2-3%-ით მო­ი­მა­ტა. 2016 წლის მო­ნა­ცე­მით, ქა­ლებ­ში მწე­ვე­ლო­ბა 7,3% იყო. ასე­ვე ამ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და ნი­კო­ტი­ნის ტეს­ტი, რო­მე­ლიც შარ­დში ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას ად­გენს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქა­ლე­ბის 12,2%-ია მწე­ვე­ლი, ესეც იმის შე­დე­გია, რომ ყვე­ლა მას არ აღი­ა­რებს, ხში­რად მკვლე­ვა­რებს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც შეხ­ვედ­რი­ათ, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ - კი ვე­წე­ვი, მაგ­რამ მანდ არ ჩა­წე­რო.

ასე­ვე ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში დას­რულ­და, ახლა ამ ყვე­ლაფ­რის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვართ, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტის ბო­ლოს გვექ­ნე­ბა, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მწვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით .

რად­გა­ნაც 2018 წლის 1-ელ მა­ისს ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი კა­ნო­ნი თამ­ბა­ქოს მო­ხმარებასთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას კრძა­ლავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, რა სუ­რა­თი გვაქვს, მაგ­რამ მწე­ვე­ლო­ბის დონე ჯერ არ ვი­ცით.

მო­ლო­დი­ნია, რომ მე­ო­რა­დი კვამ­ლის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შემ­ცირ­დეს, შემ­ცირ­დეს მოხ­მა­რე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის, მწე­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, - თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის ასე სწრა­ფად შეც­ვლა რთუ­ლია, პრო­ცე­სი დიდ დროს მო­ი­თხოვს.

 

ambebi.ge

თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up