თამბაქოს ინდუსტრიის ტრანსფორმაცია: მითი თუ რეალობა

თამბაქოს ინდუსტრიის ტრანსფორმაცია: მითი თუ რეალობა

access_time2022-06-29 17:24:22

დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია, 2025 წლისთვის კი მათი რაოდენობა კვლავ მილიარდზე მეტი იქნება, ვკითხულობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში. ეს პრობლემა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და მასთან გამკლავება ინოვაციურ გადაწყვეტას საჭიროებს.

 

ეს გადაწყვეტა კი დღეს უკვე ხელმისაწვდომია, აღნიშნავენ 2022 წლის ივნისში გამართულ “გლობალური ფორუმი ნიკოტინის შესახებ (GFN)” ღონისძიებაში მონაწილე ექსპერტები.

 

დღეს მეცნიერულ და ტექნოლოგიური ინოვაციებზე დაყრდნობით, თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტი კომპანიები ქმნიან ნიკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს, რომლებიც არ გამოყოფენ კვამლს, შედეგად ამცირებენ მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს და იძლევიან შესაძლებლობას, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

 

“თამბაქოს ინდუსტრიის ტრანსფორმაციის მიზანია, შექმნას პროდუქტები, რომლებიც შეამცირებს მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. შესაბამისად, იმ ზრდასრულ მომხმარებლებს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, ექნებათ შესაძლებლობა, ტრადიციული მოწევა ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებით ჩაანაცვლონ და აღნიშნული ქმედებით შეამცირონ სიკვდილიანობის, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი და პოზიტიური ცვლილება განახორციელონ საზოგადოებაში”, - აღნიშნავენ GFN-ის ფორუმში მონაწილე ექსპერტები.

 

თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, 2022 წელს გამართული ფორუმის “გლობალური ფორუმი ნიკოტინის შესახებ (GFN)” მთავარ განსახილველ თემას ტექნოლოგიური განვითარება, ნიკოტინის მიწოდების ალტერნატიული საშუალებები და მთავრობების მხრიდან თამბაქოს პროდუქტების რისკის პროპორციული რეგულირება  წარმოადგენდა.


 

“დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ზრდასრული მწეველი არ ანებებს თავს მოწევას, სწორედ ამიტომ ისინი საჭიროებენ არჩევანს - მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება-  სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნიკოტინის მიწოდების ალტერნატიული პროდუქტების შესახებ”, - აღნიშნავენ ექსპერტები.

 

მათივე განმარტებით, თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლა ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს, რაც თამბაქოს ინდუსტრიის, ჯანდაცვის ინსტიტუტებისა და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან გამჭირვალე დიალოგსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

 

თუმცა, სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თავს არიდებს დიალოგს, არ ითვალისწინებს სამეცნიერო მტკიცებულებებს და ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ მოწყობილობებს ფატალური შედეგების მქონე ტრადიციული თამბაქოს პროდუქტების მსგავსად განიხილავს.

 

მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების პროცესში აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, კომპეტენტური და მოქნილი რეგულაციური ჩარჩოს იმპლემენტაცია, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მოახდინონ ინოვაციების ინტეგრაცია და სტიმულირება.

 

უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ინოვაციებს ენიჭებათ, სწორედ ამიტომ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საჭიროა მთავრობებისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების მხრიდან რისკის პროპორციული კანონმდებლობის მიღება და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება.

 

“გლობალური ფორუმი ნიკოტინის შესახებ (GFN)” ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2014 წლიდან ტარდება და მასპინძლობს მსოფლიო დონის ექსპერტებს, მეცნიერებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს, რათა მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განიხილონ მარეგულირებელი და საკანონმდებლო პოლიტიკის საკითხები, რაც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოების წევრებს, სრულად გამოიყენონ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების პოტენციალი და შეამცირონ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანი.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up