ფიქსირდება თუ არა მოწევის რეგულაციის დარღვევა - თამბაქოს კონტროლის ალიანსი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს

ფიქსირდება თუ არა მოწევის რეგულაციის დარღვევა - თამბაქოს კონტროლის ალიანსი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს

access_time2023-01-24 17:45:49

თამბაქოს კონტროლის ალიანსი დეკემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ასაჯაროებს, საიდანაც ირკვევა, რომ მოწევის რეგულაციის დარღვევა ფიქსირდება ე.წ. თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და ჩილიმის უკანონოდ გამოყენების შემთხვევების სახით, რაც მასობრივი ხასიათის არაა, თუმცა, შესამჩნევია.


„ვფიქრობთ, ამ ტიპის დარღვევებს საზოგადოებაში არასაკმარისი ინფორმაცია განაპირობებს. ხალხს სისტემატურად არ მიეწოდება ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის კანონის, მოწევის აკრძალვის რეგულაციების შესახებ. ვიმედოვნებთ, 2023 წელში, წინა წლისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სამინისტრო იზრუნებს და მძლავრი საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია ამოქმედდება. საკომუნიკაციო პროგრამის საშუალებით ინფორმირებული საზოგადოება თამბაქოს კონტროლის კანონსაც უკეთ აღასრულებს.


აღსანიშნავია, რომ ვიდრე სახელმწიფო პასიურობს და მოსახლეობას ინფორმაციას არ აწვდის, აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს, მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ნაკლებად მავლებელია როგორც მწეველისთვის, ისე ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ე.წ. თამბაქოს ახალი პროდუქტები არანაკლები ზიანის მომტანია როგორც უშუალოდ მომხმარებლისათვის, ასევე მის გარშემო მყოფთათვის. ამასთან, ზოგიერთი ორგანიზაცია და დაწესებულება, განსაკუთრებით კაფე-ბარები და რესტორნები მომხმარებელს უცხადებენ, რომ მათთან ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოწევა ნებადართულია. გთხოვთ, არ დაუშვათ შეცდომა, საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეში იკრძალება თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა და რეგულაციის დარღვევის გამო ჯარიმდება როგორც ფიზიკური პირი, ისე ორგანიზაცია, რომელმაც არ სცადა მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევის აღკვეთა, ან სცადა და მწეველის დაუმორჩილებლობის შემდეგ არ გამოიძახა სამართალდამცველები“, - აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 



ორგანიზაციის ცნობით, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის რეგულაციის დამრღვევი ჯარიმდება პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 200 და მესამე და ყოველ ჯერზე, ერთი წლის განმავლობაში 300-300ლარით.


„ორგანიზაცია, რომელიც თამბაქოს ნებისმიერი სახის ნაწარმის მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევას არ აღკვეთავს, ჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარით და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე, ერთი წლის განმავლობაში 2 000-2 000 ლარით. იგივე რეგულაცია ვრცელდება ჩილიმის მოწევაზეც“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up