თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტრო სიგარეტის სითხეებზე გადასახადის ზრდას ითხოვს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტრო სიგარეტის სითხეებზე გადასახადის ზრდას ითხოვს

access_time2021-10-31 16:45:27

ელექტრო სიგარეტის სითხეებზე გადასახადი უნდა გაიზარდოს და გაუთანაბრდეს სხვა თამბაქოს პროდუქტებს - ამის შესახებ, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

გიორგი ბახტურიძის თქმით, ე.წ ტრადიციული თამბაქოსგან მოდერნიზებული თამბაქოს მავნებლობა არ განსხვავდება, მეტიც, რიგ შემთხვევებში აღემატება კიდეც. ამიტომ, ყველა შემთხვევაში საგადასახადო რეჟიმი უნდა იყოს თანაფარდი, რათა არ მოხდეს გასახურებელ თამბაქოზე გადასვლა.

„კვლევების მიხედვით, მზარდია ელექტრო სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს ბაზარი. პარალელურად, მიდის პოპულარიზაცია, მათ შორის უკანონო. მარკეტინგულად მწარმოებლებს აქვთ ხოლმე თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია, რომელიც ძალიან ჰგავს წვრილი სიგარეტების შემთხვევაში ინდუსტრიის მიერ გამოყენებულ სტრატეგიას. ასევე, თავის დროზე სიგარეტის პოპულარიზაციაც ასე მოხდა, ექიმები იყვნენ საიმიჯოდ გამოყენებული. ახლა დეჟავიუა, ამ პროცესში ხდება ცნობილი ექიმების ჩართვა და სემინარების საშუალებით არწმუნებენ ხალხს, რომ გასახურებელი თამბაქო ნაკლებად მავნეა.

რეალურად, კვლევების მიხედვით გასახურებელი თამბაქოს კვამლში ჩვეულებრივ სიგარეტზე უფრო მძაფრი კანცეროგენების ჯგუფიც კი აღმოჩნდა უფრო დიდი კონცენტრაციით. ეს პროდუქტი ჩეულებრივი თამბაქოს პროდუქტია, რომელიც ქიმიურად მუშავდება ისე, რომ დაწვის ნაცვლად გახურებით მოხდეს მისი აორთქლება. ქიმიურად დამუშავების დროს კი ემატება ტოქსინები, რომელთა გავლენა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და ჯანმო ამბობს, რომ შესაძლოა უფრო საზიანო იყოს სიგარეტზე. ამიტომ ყველა ეს პროდუქტი თამბაქსო მსგავსად უნდა დარეგულირდეს. ამიტომ, სადაც აკრძალულია თამბაქო, აკრძალულია ელექტრო სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოც.

საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომელსაც აკრძალული აქვს მსგავსი პროდუქცია. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ასეთი ყოფილიყო საქართველოც. დღეს, ელ. სიგარეტის სითხეებზე დაბალია დაბეგვრის რეჟიმი და ელექტრო სიგარეტის სითხეებზე გადასახადი უნდა გაიზარდოს და გაუთანაბრდეს სხვა თამბაქოს პროდუქტებს, რათა მათზე არ გაიზარდოს მოთხოვნა. ამაზე საუბარი უკვე მიდის კანონმდებლობა რომ შეიცვალოს“, - განაცხადა ბახტურიძემ ,,საქმეში“.


შეგახსენებთ, რომ ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება. პროექტის მიხედვით კანონდამრღვევი ტაქსის მძღოლები 200 ლარით, მგზავრები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან. რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ აკრძალვა მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, თუ მანქანაში ბავშვი იმყოფება. კანონპროექტის მიხედვით, ამ შემთხვევაში სანქცია პირველ ჯერზე 100 ლარით განისაზღვრება, მეორედ - 200 ლარით, ყოველი მომდევნო კი 300 ლარით.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up