თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა, გადავადდეს

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა, გადავადდეს

access_time2022-10-07 18:30:21

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა, გადავადდეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია და თუ დეპუტატების სათანადო მხარდაჭერას მოიპოვებს, დამტკიცდება კიდეც.


როგორც bpn-ი წერს, პროექტის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია/განლაგება სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმისადმი მიმზიდველობის შემცირებასა და თამბაქოს შეფუთვის საშუალებით თამბაქოს რეკლამირების და პოპულარიზაციის შემთხვევების აღმოფხვრას.


კანონპროექტის მიზანი მომავალში პოტენციური მწეველების რაოდენობის შემცირებაა.


„იყო ხოლმე მცდელობა თამბაქოს ინდუსტრიიდან, რომ თავიდან დაეწყოთ ამ საკითხების განხილვა და გადაევადებინათ, თუმცა ამ მხრივ კომპრომისი ნაკლებად მიიღეს პარლამენტის მხრიდან, რადგან ყველას კარგად გვაქვს გააზრებული თვითონ ამ სტრატეგიის სწორი შესრულების მნიშვნელობა.



რაც შეეხება ამ ცვლილების ეკონომიკურ ზეგავლენას, ამას პრაქტიკულად არ ექნება გავლენა, რადგან მწარმოებლები წინასწარ არიან გაფრთხილებული, რომ ამ შეფუთვაზე უნდა გადავიდნენ და სადა შეფუთვის ეს ფორმა, არ არის კორელაციაში აქციზებთან, ან რაიმე სხვა გადასახადებთან. ანუ, ბიუჯეტთან ამას პირდაპირი ზეგავლენა არ ექნება,“- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.


აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს, რომ ვალდებულება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდეს, რადგან პროექტის ავტორების განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კომპანიებს მეტი დრო სჭირდებათ რომ გადაწყობა მოახერხონ.


რას ნიშნავს თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა?


თამბაქოს სტანდარტიზებული, ანუ სადა შეფუთვა გულისხმობს პროდუქტის ვიზუალის გარდაქმნას ისე, რომ არ მოხდეს პროდუქტზე ბრენდის ლოგოს ან ბრენდთან ასოცირებული გამოსახულების დატანა. „სტანდარტიზებული შეფუთვის“ მთავარი მიზანია, შეამციროს პროდუქტის მიმზიდველობა და გაზარდოს ჯანმრთელობის რისკების შესახებ გაფრთხილებების ხილვადობა.



თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up