თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები- FDA-ს მორიგი გადაწყვეტილება

თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები- FDA-ს მორიგი გადაწყვეტილება

access_time2022-03-16 11:43:14

თანამედროვე სამყაროში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბაზარზე თამბაქოს ალტერნატიული - უკვამლო მოწყობილობები ჩნდება, რომლებიც, არაერთი გავლენიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების თანახმად, ამცირებენ თამბაქოს მოხმარების შედეგად მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დაყრდნობით შექმნილი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, გახურების  ტექნოლოგიას იყენებენ, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების გამოყოფას.

აღსანიშნავია საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ ინსტიტუტების, ექსპერტებისა თუ მთავრობების მზარდი რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ თამბაქოს ალტერნატიული, უკვამლო პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის.  სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევენ. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო, პოტენციურ სარგებელს აღიარებს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც, რაზეც მათი მორიგი გადაწყვეტილება მეტყველებს.

 

ამა წლის 11 მარტს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ გასახურებელი მოწყობილობის, IQOS 3-ის,  ამ პროდუქტის, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის (MRTP) მარკეტინგის ნებართვა გასცა.  

 

FDA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციამ აღიარა IQOS 3 მოწყობილობა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა, შეამციროს მოწევის შედეგად ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

 

ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს IQOS 3-ის სისტემასა და ტრადიციულ სიგარეტს შორის არსებულ განსხვავებას და აღიარებს, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის მოხმარება ტრადიციული სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.


 

  • FDA მიუთითებს, რომ IQOS-ი ტრადიციული სიგარეტისგან ფუნდამენტურად განსხვავებულ პროდუქტს წარმოადგენს.

 

FDA-ს განცხადების თანახმად, ხელმისაწვდომი მტციკებულებები აჩვენებს, რომ:

 

  • “IQOS-ის მოწყობილობა საგრძნობლად ამცირებს მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას“;

 

  • „IQOS-ის მოწყობილობა არ წვავს თამბაქოს, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას“;

 

  • „სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ტრადიციული სიგარეტის IQOS-ით სრულად ჩანაცვლება მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენას“.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის რიგით მეორე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის, როგორც „მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის“ ავტორიზაცია, რომელიც აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ შექმნილ IQOS-ის მოწყობილობას მიანიჭა. 2020 წლიდან „მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის“ სტატუსით IQOS 2.4 მოწყობილობაც სარგებლობს.

 

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მაგალითს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისათვის და მარეგულირებელი ორგანოებისთვის, რომელთაც სურთ, შეამცირონ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანი და შექმნან თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი.

 

დღეს, საქართველოში დაახლოებით 800 000 მწეველია. უდავოა, რომ მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების პროცესში საუკეთესო გადაწყვეტილებას მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა, მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას. მწეველები საჭიროებენ, წვდომა ჰქონდეთ მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.


(R)


თეგები:
თამბქაო fda



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up