„საზოგადოება და ბანკებისთვის“ ეროვნული ბანკის მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნებაზე მოულოდნელი არ იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ვინაიდან, იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი უცნობია, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია მარეგულირებლის მხრიდან მკვეთრი ზომებისგან თავის შეკავება.
"თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდის ეფექტი 2020 წელს ინფლაციაზე გავლენას აღარ ახდენს, ლარის გაცვლითი კურსი კი ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ძლიერი რყევებით არ გამოირჩევა. ასევე, დადებითია საგარეო ფაქტორების დინამიკა (გაზრდილია ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები)", - განმარტავენ საზოგადოებასა და ბანკებში.
ორგანიზაცია მომდევნო პერიოდში ეროვნული ბანკისგან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელის, თუმცა მიიჩმევს, რომ მნიშვნელოვანია იანვრის ინფლაციის მაჩვენებლის მონიტორინგი, თუ რამდენად ახლოს იქნება 2020 წლის სამიზნე მაჩვენებელთან და შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა.
Gbc.ge