ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე World Vision-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის დირექტორს შეხვდა.
თამილა ბარკალაიამ და ელენორ მონბიოტმა ისაუბრეს World Vision-ის წვლილზე, საქართველოში სოციალური სერვისების განვითარებასა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის მიმართულებით. ასევე განიხილეს სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების ხელშეწყობისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის საკითხები.
შეხვედრაზე, მხარეებმა საერთო პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.