„თანამედროვე ქართული მენტალიტეტი რუსული იმპერიული მენტალიტეტის ღვიძლი შვილი და მემკვიდრეა“ - ზურაბ გურული

„თანამედროვე ქართული მენტალიტეტი რუსული იმპერიული მენტალიტეტის ღვიძლი შვილი და მემკვიდრეა“ - ზურაბ გურული

access_time2022-10-16 13:42:11

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, სოციალურ ქსელში ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება და წერს, რომ კორუფცია და არაპროფესიონალიზმი სხვა ქვეყნებშიც ხდება, თუმცა საქართველოში ქართული მენტალიტეტი რუსული იმპერიული მენტალიტეტის ღვიძლი შვილი და მემკვიდრეა და „სწორედ ამიტომ ვართ ჩვენც შეუმდგარი სახელმწიფო“.


„კომერსანტი“ ზურაბ გურულის პოსტს უცვლელად გთავაზოთ.


“უბედური შემთხვევა განა სხვა ქვეყნებში არ ხდება; ან განა სხვა ქვეყნებში არ არის კორუფცია და არაპროფესიონალიზმი. განა სხვა ქვეყნებში იგივე პროპორციით არ არის განაწილებული ინტელექტი საზოგადოებაში. აბა რას განიცდის ასე განსაკუთრებით საქართველოს შედარებით მოაზროვნე ნაწილი?


რა აკლია რუსეთს? გონიერი ადამიანები?, ინტელექტი? ბუნებრივი რესურსები? ტერიტორია? აბა რატომ არ შეუძლია არაფერი ღირებულის შექმნა? რატომ არის რუსეთი შეუმდგარი სახელმწიფო?


რატომ არაფერი ეშველა უზარმაზარ ინდოეთს, როდესაც მისი უნიჭიერესი შვილები წარმატებით არიან ინტეგრირებული ყველა წამყვან დასავლურ დემოკრატიაში?


რატომ არ არის თურქეთი ირანივით ბნელი და გარიყული?



რატომ არის ამერიკის ერთი მეზობელი - კანადა, უწარმატებულესი ქვეყანა და რატომ არის მეორე მეზობელი - მექსიკა წყალწაღებული? და ა.შ. ....


პასუხი ერთია: მენტალიტეტი!


თანამედროვე ქართული მენტალიტეტი რუსული იმპერიული მენტალიტეტის ღვიძლი შვილი და მემკვიდრეა. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენც შეუმდგარი სახელმწიფო, მიუხედავად უამრავი ნიჭიერი და პროფესიონალი ქართველისა. როგორც რუსეთს არ შეუძლია საკუთარი ეროვნული სიმდიდრეების გამოყენება, ასევე ჩვენც. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ქართველი გახდება სახელოვანი საზღვარგარეთ, ინდოელებს ბევრად უფრო მეტი ჰყავთ, რუსებსაც, მაგრამ ეს არაფერს ცვლის მათი სამშობლოსათვის. არც ჩვენთვის შეცვლის. ისევ ისეთი ხელმოცარულები და შეუმდგარები დავრჩებით.


ნუ მოუსმენთ ჰარიფებს, რომლებიც ჩვენი მენტალიტეტის საფუძვლებს ისტორიაში ეძებენ. ევროპა და ამერიკა რომ იყო ველური, სასტიკი, დაუნდობელი და გარყვნილი, ჩვენ ვერც შევედრებით, მაგრამ მოახერხა იმ ერებმა გაზრდა და მენტალიტეტის შეცვლა, ახალი ცნობიერის შექმნა. საუკუნეების წინ მცხოვრები ქართველი ხვადაგები და მოღალატეები არაფერ შუაში არიან ჩვენს დღევანდელობასთან, ჩვენ ვართ.


თურქები ათა-თურქმა გამოიყვანა სიბნელიდან, ირანელები ჰომეინიმ შეიყვანა სიბნელეში. კორუფციაში ჩაფლულ უკრაინას მაინც ჰყოლია ბრძოლისუნარიანი და პატიოსანი „საკონტროლო პაკეტი“ და გააქტიურა გადამწყვეტ მომენტში. გაუნელებელი ინტერესით ველი, როგორ მოექცევა ერი ზელენსკის, როცა ყველაფერი დასრულდება. ალბათ ისე, როგორც ჩერჩილს მოექცნენ ბრიტანელები. ნორმალური მენტალიტეტის მქონე ერების ლოგიკის წინასწარმეტყველება ისევე მარტივია, როგორც პათოლოგიური მენტალიტეტის ხალხის.


უახლესი საქართველოს ისტორიაში მენტალიტეტის შეცვლის მცდელობა ორჯერ მოხდა და ორჯერვე კრახით დასრულდა. ჩვენ შეგნებულად ვამბობთ უარს ჩვენი აზროვნების სტილის და წესის შეცვლაზე და ამიტომ, სასტიკად ვუსწორდებით იმათ, ვინც ამას გაბედავს.


გავიაზრებთ ამას როდესმე და შევძლებთ კათარზისს? თავიდან დაბადებას?


არ ვიცი. ამის რწმენა რომ გაუჩნდეს ადამიანს, რაღაც უნდა ჰქონდეს ხელმოსაჭიდი.


გვაქვს კი ეს ხელმოსაჭიდი ჩვენ?


ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა,  ვინც დარჩა? ... რას იზამს? ...


არც არაფერს…“ - წერს ზურაბ გურული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up