თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება - ენა რომლითაც შეგვიძლია ვესაუბროთ პროგრესულ სამყაროს

თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება - ენა რომლითაც შეგვიძლია ვესაუბროთ პროგრესულ სამყაროს

access_time2022-05-03 19:00:26

ეროვნულ გალერეაში 27 აპრილს გაიხსნა გამოფენა, რომელიც მოიცავს ნამუშევრებს კერძო კოლექციებიდან. თუ ვის ნამუშევრებს მასპინძლობს გალერეა და რამდენად არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ენით ვესაუბროთ პროგრესულ სამყაროს? – ამ თემაზე რადიო „კომერსანტზე“ თავის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ლევან კობერიძემ ხელოვნების კონსულტანტი ლიკა ჭკუასელი მიიწვია.



როგორც ლიკა ჭკუასელმა აღნიშნა, ის ბოლო 6 წლის განმავლობაში კერძო კოლექციონერებთან ერთად მუშაობდა და დღეს გალერეის ორ სართულზე გამოფენილია ის ნამუშევრები, რომელთა 50%-ზე მეტი ფართო საზოგადოებას არ უნახავს. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 27 მაისს დაიხურება.



„კერძო  კოლექციებში მოხვედრილი  ნამუშევრების ავტორები  ცნობილია, მაგრამ  არ  აქვთ  შესაძლებლობა, რომ ფართო საზოგადოებამ იხილოს, მაგალითად  ვერა ფაღავა,  რომელიც  ფანტასტიკური ფერმწერი  იყო და  ცხოვრობდა საფრანგეთში, მისი ნამუშევრები ჩვენ კოლექციაში არ არის, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა გამოფენა და მას შემდეგ მისი ნამუშევრების ნახვა ფართო საზოგადოებისთვის შესაძლებელი აღარ იყო.

Რაც შეეხება თვითონ არტისტების ცნობადობას, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ოცხელის პერიოდის გენიოსები ჩვენივე მოქალაქეებმა  უფრო არ იციან,  ვიდრე ახალგაზრდები და  თანამედროვე ხელოვანები, იმიტომ რომ თანამედროვე არტისტებს ბოლო 5-6 წლის მანძილზე  ძალიან კარგად წარმოაჩენენ ის გალერეები, რომელიც 5-6 წლის მანძილზე შეიქმნა, მაგალითად  window project, art beat, maudi და სხვა. მაგრამ ისინი  წარმოადგენენ თანამედროვე ხელოვანებს,  აკეთებენ გამოფენებს, როგორც  თბილისში,  ისე  რეგიონებში, ასევე  მუშაობენ  საერთაშორისო  არტ ბაზრობებზე. ეს ძალიან კარგია, მაგრამ  იქიდან  გამომდინარე,  რომ თანამედროვე  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი  არ გაქვს, მხოლოდ ახლა  გახდა  შესაძლებელი, რომ ეროვნულ გალერეაში სხვადასხვა კურატორებმა თანამედროვე ხელოვანების გამოფენა მოაწყოს, აქამდე მათთვის ეს დაკეტილი  სივრცე იყო“, -  აღნიშნა ლიკა ჭკუასელმა.  



მისივე თქმით, თანამედროვე არტისტებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, რომ შეიქმნას სივრცე, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისთვის იქნება ღია.


„პირველ  რიგში საჭიროა მორგებული ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები, თავისი ყველაფრით, რაც  შესაძლებლობას მოგვცემს,  რომ  საინტერესო  ექსპოზიცია გავაკეთოთ, საჭიროა  ამის  დაფინანსება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდიოდეს როგორც სახელმწიფოდან, ასევე კერძო სექტორიდან,  სამუზეუმო სივრცეები უნდა შეიქმნას ან არსებული მოერგოს  დღევანდელ  საჭიროებებს და შემდეგ  უკვე ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართული ხელოვნების სელექცია გაკეთდეს და მათი ჩვენება საინტერესო ფორმით  მოხდეს. 

რატომღაც ჩვენნაირ ქვეყანაში ითლება, რომ ადამიანებს ხელოვნება ისე ძალიან არ სჭირდებათ, არ აინტერესებთ და არ უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგახსნილ გამოფენაზე  რიგებია, რაც ქართულ მუზეუმში იშვიათად მინახავს. ანუ  რაღაც  გაცოცხლდა ამით, საინტერესო  ექსპოზიციაა და  როგორც ბავშვები ასევე დიდები მოდიან”, -  აღნიშნა ლიკა ჭკუასელმა.



კითხვაზე, თუ რამდენად არის გამოფენები  ერთის მხრივ შანსი და მეორეს მხრივ მოტივაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც  ამ პროფესიით  არიან  დაკავებულები და  თავის  ცხოვრების  გზად  აირჩიეს ხელოვნება, ლიკა ჭკუასელი პასუხობს, რომ  ბოლო 5-6- წლის  განმავლობაში შექმნილი ძალიან საინტერესო სივრცეები, 4710,  გალერეა არტ  ბითი,  ვინდოუ  პორჯექტი,  ელენე  აბაშიძის  shared  space,  მაუდი და სხვა სივრცეები ინტენსიურად  აკეთებენ  თანამედროვე  ხელოვნების  გამოფენებს და  ზოგ  მათგანს არტისტების ნამუშევრებს საერთაშორისო ბაზრებზე გააქვს.


„ასევე  ექსპოჯორჯიაში ხშირად  ტარდება არტ ბაზრობა, რომელიც ძალიან დიდი  შესაძლებლობაა, რომ  ქართველებმა  დაათვალიერონ  და იყიდონ  ქართველებისვე  ნამუშევრები ნახონ და გაიცნონ  ქართველების  შემოქმედება, ასევე  უცხოელებიც ჩამოდიან და მათ  შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა. Ააღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში  თანამედროვე  ხელოვნების საქმე  წინ  წავიდა“, - აღნიშნა ლიკა ჭკუასელმა.  



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up