თანამედროვე ტექნოლოგიით ხელნაკეთ ხალიჩებს საქართველოშიც ქმნიან

თანამედროვე ტექნოლოგიით ხელნაკეთ ხალიჩებს საქართველოშიც ქმნიან

access_time2021-11-21 20:30:08

მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიით ხელნაკეთი ხალიჩების შექმნა უკვე საქართველოშიც დაიწყო. ,,კარპეტერია“ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც ბაზარზეა.

კომპანიის დამფუძნებელი მარიამ მარგიანი აცხადებს, რომ პროდუქტი ჯერ შიდა ბაზარზეა გათვლილი, მას შემდეგ კი რაც 100%-ით ქართული გახდება, ექსპორტის მიმართულებით დაიწყებს მუშაობას.

სტარტაპი, „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეთა გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

"ბიუროკრატიული საკითხები გაზაფხულზე დასრულდა და ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, ერთი თვეა ბაზარზე გავედით და დავიწყეთ წარმოება. ახლა ვართ მცირე მეწარმეები და როგორ განვითარდება ბიზნესი, იმის მიხედვით შეიცვლება ჩვენი სტატუსიც. ჩვენი წარმოება მოიცავს, თანამედროვე ტექნოლოგიით ხელნაკეთი ხალიჩების შექმნას. ბიზნესის განვითარების გზად ვხედავთ არა მხოლოდ ხალიჩების, არამედ ინტერიერის სხვადასხვა დეტალების შექმნას და სპექტრის გაფართოებას. რადგან მცირე ბიზნესი ვართ, ინვესტიციაც შესაბამისად არ არის განსაკუთრებულად დიდი მოცულობის, აქედან 90% „აწარმოე საქართველოს გრანტია“. დასაწყისისთვის არ იქნება რეალისტური, რომ ექსპორტზე გასვლაზე გვქონდეს საუბარი, თუმცა საბოლოო მიზანი ესაა, მას შემდეგ, რაც მივაღწევთ, რომ პროდუქცია იქნება 100%-ით ქართული. ამ ეტაპზე არის დეტალები, რომლებიც უბრალოდ ვერ მზადდება საქართველოში. ახლა, ზუსტად ამ ეტაპზე ვართ და ვცდილობთ,გარკვეულ საწარმოებს დავუკავშირდეთ და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა დავუკვეთოთ პროდუქტი. ამის შემდეგ კი, რაც ჩვენი პროდუქცია იქნება 100%-ით ქართული დავიწყებთ ექსპორტის მიმართულებითაც მუშაობასაც. რეალურად, ეს ტექნოლოგია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაც ახალია. სულ რამდენიმე წელია, რაც დაწყო ამ ტექნიკით მუშაობა ხალიჩებზე და ახლა იკიდებს ფეხს. ექსპორტამდე, ვგეგმავთ, მოვიცვათ საქართველოს შედარებით დიდი ქალაქები და ასევე, რადგან ტექნოლოგია ახალია, ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ ონლაინ კურსების საშუალებით დაინტერესებულ ადამიანებს“- განაცხადა ,,კარპეტერიას“ დამფუძნებელმა.



წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“ 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up