„ნოზაძის მეფრინველეობამ“ მუშახელის სიმცირის გამო წარმოებაც შეამცირა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა ნოზაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, მუშახელის მოძიება უკვე თვეებია პრობლემაა.
„მუშახელის პოვნა უკვე მნიშვნელოვანი პრობლემაა. განსაკუთრებით ქალები მიდიან ქვეყნიდან, იტალიასა და საბერძნეთში ეძებენ სამუშაოს. ჩვენ აქ იმდენს ხელფასს ვერ მივცემთ, როგორც ევროპის ქვეყნებში უხდიან. ეს პრობლემაც იმიტომ დადგა.
სხვადასხვა სოფლებიდან დაგვყავს თანამშრომლები და კიდევ გვსურს დამატება, თუმცა, მსურვილი არავინაა. სოფელი დაცლილია, ყველა საზღვარგარეთ მიდის. მაღალი ხარისხის ხორცი რომ მივიღოთ, ხელით უნდა გადავამუშაოთ, ამდენი კადრი კი აღარაა.
თანამშრომლების დღიური ანაზღაურება საშუალოდ 40-50 ლარს შეადგენს, თუმცა მსურველი არავინაა“-აცხადებს ნოზაძე.
ნოზაძის მეფრინველეობა მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში მდებარეობს.